რელიგია ამერიკელი ქალი იესო ქრისტეს გაჰყვა ცოლად 2015, 20 აგვისტო, 21:24
38 წლის ღვთისმეტყველების მასწავლებელმა ფოტრ უენიდან (შტატი ინდიანა)პირობა დადო, რომ ქალწული იქნება სიცოცხლის ბოლომდე.
საქორწინო ცერემონიალს სულიწმინდის ჩასახვის ტაძარში ასეულობით სტუმარი ესწრებოდა.პატარძალი საკურთხეველთან დადგა, დადო ფიცი რომ შეინახავს ქალწულობას, მიიღო საქორწინო ბეჭედი. "ცერემონიის შემდგომ ჯესიკა განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას, ამასთანავე ემსახურება ღმერთს, თუმცა მონაზვნად არ აღიკვეცება"-ასე განაცხადა ეპისკოპოსმა. რაც შეეხება სახელი შეცვლას, როგორც ახალდაქორწინებულმა განცხადა, მოწაფეები დაინტერესდნენ, როგორ მიმართონ ჯესიკას, "მისის" თუ "მის", ჯესიკამ მოწაფეებს სთხოვა ძველებურად "მის" დაუძახონ, თუმცა არასდროს დაივიწყონ თუ ვინაა მისი ქმარი. ჯესიკა ჰეიზი იმ 230 ამერიკელი ქალის რიცხვში შედის, რომელებმაც ოფიციალურად, ნებაყოფლობით არჩიეს მთელი ცხოვრება ღმერთს შესწირონ.ისინი ვალდებულები არიან შეინახონ ქალწულობა სიცოხლის ბოლომდე, არასდროს შევიდნენ ინტიმურ კავშირში და არ მისთხოვდნენ ცოცხალ ადამიანს. 148 11-ს მოსწონს
|