ისტორია 70 წელი მას შემდეგ, რაც იაპონიაში ატომური ბომბები ააფეთქეს! 2015, 20 აგვისტო, 12:28 1945 წლის 6 აგვისტო, ეს ის თარიღია, რომელიც მსოფლიო ისტორიას დღემდე
ძალიან ცუდად ახსოვს. ამ დღეს იაპონიის ერთ-ერთ ქალაქ, ჰიროშიმაში
მსოფლიოს პირველი ატომური ბომბი იქნა გამოყენებული.
კატასტროფის 70-ე იუბილეზე მთელი იაპონია, როგორც ყოველწლიურად წელსაც შეიკრიბა, გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოსულ იაპონელ მოქალაქეებს შორის პრეზიდენტი შინზო აბე-ც იყო. 2015 წლის 6 აგვისტოს ძალიან ბევრი ცერემონიალი ჩატარდა იაპონისს სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებული ყურადღება ეპყრებოდა ჰიროშიმასა და ნაგასაკის! მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს პირველივე წამში 35 000 კაცის მსხვერპლი მოჰყვა... ატომური ბომბის რეაქციით და რადიაციით რამოდენიმე თვეში კიდევ 145 000 კაცი დაიღუპა! ჰიროშიმადან 3 დღის შემდეგ, ვაშინგტონმა ნაგასაკის დაბომბვის ბრძანებაც გასცა! იქაც ატომური ბომბი ჩამოგდეს და ნაგასაკიშიც 70 000 კაცი დაიღუპა! ნაგასაკიში ჩამოვარდნილი ატომური ბომბის შემდეგ, გავიდა 6 დღე და იაპონიამ თავი დამარცხებულად გამოაცხადა. რაც იმას ნიშნავდა, რომ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. იმედია ასეთი რამ აღარ განმეორდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით! ზე-სახელმწიფეობა არ ნიშნავს უდანაშაულო ხალხის 1 წამში განადგურებას! გავერთიანდეთ მხოლოდ ერთი მიზნისთვის.......მშვიდობისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 272 12-ს მოსწონს
|