x
image
მამუკა123
გაეროში ვიზიტი - მორიგი დაპირისპირების საგანი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის

imageნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიემგზავრება. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლაც.ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ორმხრივი, ისე გაფართოებული შეხვედრები.
“სირცხვილია, როდესაც იმალება პრეზიდენტის წერილები და მოწვევები“ - პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე გეროში ვიზიტს ეხმაურება და მახინჯ პრაქტიკას უწოდებს იმ ფაქტს, რომელსაც წინა საგარეო საქმეთა მინისტრის დროს ჰქონდა ადგილი. ფხალაძე ამბობს, რომ შარშან პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის მომზადებაზე მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა.
"სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები, იმალებოდეს და არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე მოწვევები, არ მიდიოდეს ადრესატამდე პრეზიდენტის კორესპონდენცია და ზოგადად, იდგემობდეს ის ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებისაკენ და მიიღებოდეს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. ფაქტიურად შარშან მოხდა, რომ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე, ამით მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე", - განაცხადა ფხალაძემ.
ცნობისათვის, გაეროში პრემიერის ვიზიტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც განაცხადა, რომ “ძალიან ცუდი იყო შარშანდელი გამოცდილება, როდესაც საჯარო განხილვები მოყვა ამ საკითხს თუ ვინ წავიდოდა, იმედი მქონდა, რომ წელს რაღაცას ვისწავლიდით შარშანდლიდან გამომდინარე".
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გასულ წელს კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. გაეროში გამგზავრების წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კლიმატის ცვლილებების სამიტს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება და მისი სიტყვით გამოსვლაც დაგეგმილი იყო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ გაერო-ს სამიტზე ორი დელეგაციის წასვლა უხერხული იქნება. როგორც მაშინ ფანჯიკიძე აცხადებდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით მოამზადა ვიზიტი, ეს კი ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ფანჯიკიძის თქმით, “ნიუ იორკში დაგეგმილ გაერო-ს სამიტის ღონისძიებებში დელეგაციის ხელმძღვანელი იღებს მონაწილეობას, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია“.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0