x
image
მამუკა123
არეულობა და დაპირისპირება საპატრულო პოლიციაში - რატომ დუმს შსს?

imageგავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის უფროსი, დავით ცინარიძე და მისი მოადგილე, გიორგი ჭანტურია თანამდებობიდან გადადგნენ. ამის მიზეზი კი, შს მინისტრის მოადგილესთან, დავით ხუციშვილთან მწვავე დაპირისპირება გახდა, რომელიც პრემიერის ნათესავის, ზვიად ჯანყარაშვილის მეჯვარეა. მათ გარდა, პოსტები დატოვეს საპატრულო პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებმაც.
დავით ხუციშვილის შესახებ "პრესა.ჯი" რამდენჯერმე წერდა. ის თავის დროზე, ბანკში აპირებდა კარიერის გაკეთებას, თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯანყარაშვილის წყალობით შსს-ში ამოყო თავი. ხუციშვილი, დღეს, სწორედ ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილის "ფხიზელი თვალია" პოლიციაში.
რაც შეეხება საპატრულოში მომხდარ ცვლილებებს, ჯერჯერობით, გიორგი ჭანტურია, „წასვლას“ არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ მომენტამდე თანამდებობაზე რჩება.
ცინარიძე კი, ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს. დუმს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც.
შეგახსენებთ, რომ დავით ცინარიძე სკანდალში რამდენიმე თვის წინ გაეხვა. მაშინ, ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მოქალაქე, ვინმე ეკა ყურშიტაშვილი პატრულს, გაჩერებისთვის შეურაცხყოფას როგორ აყენებდა და შემდეგ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის (დათო ცინარიძეს) და მისი მოადგილის დახმარებით "იგვარებდა პრობლემას".
მაშინ, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებდნენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ყურშიტაშვილის გაჩერება „გაბედეს“, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ოპოზიცია ამ ფაქტს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევად აფასებდა, საზოგადოების დიდი ნაწილი კი, დავით ცინარიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.

0
829
1-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
829
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0