x
image
მამუკა123
“BALTNEWS” - ოდესელებმა სააკაშვილს დამამცირებელი მონუმენტი დაუდგეს

image15 აგვისტოს, ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობის, „ოდესა - პორტო-ფრანკოს მომხრე" აქტივისტებმა დაამცირეს ოდესის ოლქის გუბერნატორი სააკაშვილი.
ვორონცოვის კოლონადებთან აქტივისტებმა დადგეს დამამცირებელი ძეგლი, იტყობინება Politikus.ru პორტალ news-front.info-ზე დაყრდნობით.
კვარცხლბეკზე წარწერით „საბაკაშვილი" დადგეს ორი ფიგურა. ერთი წითელი ჰალსტუხის მღეჭავი სააკაშვილი რომელსაც უხერხული ადგილას ცოცხი აქვს გაჩრილი. ამასთან, ოდესის გუბერნატორს ყელზე თოკით იჭერს მეორე ფიგურა -- აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
„სააკაშვილი მოცოფიანო ტიპია და ამასთან, საბმელზე ჰყავთ ამერიკელებს. ჩვენი ძეგლი სწორედ ყოველივე ამის სიმბოლიზაციაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვძებნით მეთოდს მის გადასაყენებლად. თავისი რეპრესიებით ის ვერაფერს მიაღწევს. ცოცხები სწორედ საქართველოში სააკაშვილის გარყვნილი რეპრესიების შესახებ შეხსენებაა" აღნიშნავს მცირე აქციის ორგანიზატორი, მოძრაობა „ოდესა-პორტო-ფრანკოს მომხრე"-ს ლიდერი ალექსეი ცვეტკოვი.
ცვეტკოვის სიტყვებით ოდესელმა პენსიონერმა, რომელმაც „ძეგლი" დაინახა, პოლიცია გამოიძახა. მოსულმა სამართალდამცველებმა დაშალეს კონსტრუქცია. შეგახსენებთ: ამ მოძრაობის აქტივისტები აგროვებენ ხელმოწერებს ოდესის გუბერნატორის პოსტიდან სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით და მხარს უჭერენ ოლქის ადმინისტრაციის თავმჯდომარის არჩევითობას. image

5
954
7-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
954
  
2015, 18 აგვისტო, 2:36
ალბათ თქვენც ისეთივე უბედური ხართ როგორც მიშა მიტოც იცავთ ესე თავგამოდებით
2015, 18 აგვისტო, 2:33
მე არც რუსეთის და არც არავის აგენტი არ ვარ და მაინც ვეტანხმები ამ აქციის ორგანიზატორებს .ვინ არის უბედური? მიშა?უბედური არის საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი ვისაც არცერთ მთავრობასთან არ ჰქონდა ზავი დადებული და გვთის ანაბარად ცხოვრობს.რატოა უბედური რომ გაგვაღატაკა და დაგვაავადმყოფა?და უფულობის გამო ექიმტან რომ ვერ მიდიოდა ხალხი და კვდებოდნენ დაავადებულები?15 წელი ადამიანი იტანჯებოდა,ოპერაციას ვერ იკეთებდა უფულობის გამო და სახელმწიფოც უარს ეუბნებოდა ოპერაციაზე და როგორც იქნა ეშველა და 2014 ში გაიკეთა და დაისვენა საწყალმა.და მაშინ როდესაც ის ქალი ტკივილებით იტანჯებოდა მიშა და მისი ამფსონები ბოტოქსს იკეთებდნენ ათასობით ლარისას და რესტორანში ერტ შესვლაზე 5000 ს ხარჯავდნენ.ვინ არის უბედური მიშა თუ საწყალი ქარტველი ხალხი?
2015, 17 აგვისტო, 12:02
გეთანხმები
2015, 17 აგვისტო, 11:44
რათქმაუნდა ეს "მონუმენტი' პუტინის ბრძანებით და რუსეთის гру-ს აგენტურის მიერ არის შექმნილი და არც არაფერი არის ამაში გასაკვირი.
2015, 16 აგვისტო, 19:33
ეს უბედური ცუდსაც აკეთებდა და კარგსაც.ესენი კიდე არც ცუდს აკეთებენ და არც კარგს ))
0 1 5