ვარსკვლავები როგორ გამოიყურებოდნენ სუპერმოდელები ბავშვობაში? 2015, 17 აგვისტო, 4:13 "თანამედროვეობის ულამაზესი ქალბატონების საბავშვო ფოტოების რეტროსპექტივა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჟურნალი " ელლე", სადაც სამყაროს უმშვენიერესი სუპერმოდელების ბავშვობისდროინდელი და ახლანდელი ფოტოებია თავმოყრილი.ამ ქალებმა ჩამოაყალიბეს სილამაზის კანონები თანამედროვე სამყაროში და არასოდეს არ შევცდებით მაკიაჟით თუ მაკიაჟის გარეშე ამოვიცნოთ თითოეული მათგანი, სახეები, რომლებსაც სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებსა და საეთერო გადაცემებში ვუყურებთ.დამეთანხმებით, ყველა ჩვენთაგანს ჰყავს საყვარელი და გამორჩეული პერსონაჯები, სუპერმოდელები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში "angelopodbnaya" - დაც კი მოვიხსენიებთ ალბათ.მგრძნობიარე სინდი კროუფორდი ან კიდევ ულამაზესი კლაუდია შიფერი, ინტელექტუალური ლინდა ევანგელისტა და კიდევ роковая ნაომი ქემპბელი.
თუმცა შემდეგ ისინი ჟიზელ ბიუნდჰენმა და დაუცენ კრუზმა ან კიდევ ბარ რაფაელმა და მირანდა ქერმა ჩაანაცვლა. ნიშანდობლივია, რომ 90 - იანი წლების სუპერმოდელები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდნენ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მათი კარიერა ნებისმიერ დროს " ნულიდან" იწყებოდა ყოველთვის, რასაც ეტაპობრივად პლასტიკური ქირურგია ემატებოდა და სწორედაც რომ ლიპოსაქციისა და პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა ზოგიერთი მოდელის ბრწყინვალე კარიერა.
ბავშვობის დროინდელი ფოტოები არის იმის ნივთმტკიცება, თუ როგორი შეუხედავები და ნაკლებად " მოსაფერებელი" ბავშვები იყვნენ ( რა თქმა უნდა ზოგიერთი მათგანი).
შეგიძლიათ გაიცნოთ სუპერმოდელები მათი ღრმა ბავშვობიდან " პოდიუმის ვარსკვლავებამდე".
სუპერმოდელი, რომლის გამოჩენაც ტანში ჟრუანტელს გვრიდა ყველას - კლაუდია შიფერი.უმშვენიერესი სინდი კროუფორდი.კრისტი ტარლინგტონი.სტეფანი სეიმური.ჰელენა კრისტენსენი.მარად უბერებელი ნაომი ქემპბელი.ინტელექტით გამორჩეული ლინდა ევანგელისტა.ქეით მოსი.დაუცენ კრუზი.მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სამოდელო კარიერას თავი დაანება.ნატალია ვოდიონოვა.ტაირა ბენკსი.მირანდა ქერი.ბარ რაფაელი. 314 6-ს მოსწონს
|