x
image
მოზამბიკელი
როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თვალები?
არსებობს გამოთქმა "თვალები სულის სარკეა"-ო, ლამაზად მაშინ გამოვიყურებით, როცა

გვაქვს მოვლილი თვალები. ჩვენი "სულის სარკის" მიმზიდველობისთვის კი სათანადო

მოვლა და პროცედურები გვჭირდება.

ქალის მომზიდველობა და მომხიბლელობა ბევრად არის დამოკიდებული მის ნათელ,


ლამაზ და გაბრწყინებულ თვალებზე.

ცოცხალი და ელვარე თვალები, სახეს მომხიბლელობას მატებს. თვალების სილამაზის

პირველი და აუცილებელი პირობაა სწორი კვება.

image

თვალების ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა ვიტამინი A, ამიტომ A ვიტამინით გაჯერებული საკვები განაპირობებს თვალების ჯანმრთელობასა და

სილამაზეს.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ძილს. აუცილებელია რვა საათიანი ძილი. კანი თვალის

გარშემო ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ იგი მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას.

სასურველია თვალის ირგვლივ კანის მოვლა 20 წლის ასაკიდან დავიწყოთ.

მოსავლელი საშუალება უნდა დაიტანოთ საფეთქლიდან თვალის შიდა კუთხემდე.

ხშირად გადაღლილობის და ცხოვრების დამღლელი სტილის გამო, თვალებს ქვემოთ

წარმოიქმნება შეშუპება, რაც გვამცნობს კანის მობერების დასაწყისს.

დღეისთვის უამრავი საშუალება და პროცედურა არსებობს, რომლებიც ჩვენს თვალებს

და მის ირგვლივ კანს დაბერებისგან იცავს, მთავარია ამ საშუალებების სწორად შერჩევა და გამოყენება.

image

სასურველია თუ თვითნებურად არ ავარჩევთ მოსავლელ საშუალებას და მივმართავთ

კოსმეტოლოგს, რომელიც ჩვენი კანის შესაბამისად შეგვირჩევს ამა თუ იმ ნელსაცხებელს.

image

თვალების სილამაზისთვის ასევე აუცილეებელია წარბებისა და წამწამების მოვლა.

გთავაზობთ რჩევას, რომლებიც შეგვიძლია სახლის პირობებში

გამოვიყენოთ:

1/2 ჩ.კ სელის ზეთი, 10-15 წვეთი აბუსალათინის ზეთი, ქაფურის ზეთი 1-2 წვეთი.

ამ ნარევის წასმა წარბებზე აუმჯობესებს მათ ზრდას, იცავს გაცვენისა და გაუფერულებისგან, მზისა და ქარის არასასურველი მოქმედებისგან.

თვალების მოვლისთვის ასევე გამოიყენება კარტოფილის წვენი.

გაფრცქვენით კარტოფილი, ჩახეხეთ წმინდა სახეხზე და გამოწურეთ წვენი დოლბანდით.

ამ წვენში ჩაასველეთ დოლბანდის ოთხი ფენა და დაიდეთ თვალებზე 15-20 წუთი,

შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ.

გამოიყენება ანთების, ქუთუთოების შეშუპების და შესიებული თვალებისთვის.





2
193
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
193
  
2015, 16 აგვისტო, 20:54
დიდი მადლობა :)
2015, 16 აგვისტო, 20:49
ძალიან კარგი და სასარგებლო სტატიაა! გავაზიარე
0 1 2