x
image
K.P.
"უნდა იყო ბნელი და დამონებული რომ ვერ დაინახო სააკაშვილის ამაგი"-ნუკი კოშკელიშვილი

image
ტელეწამყვან
მა და ფოტომოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სარკაზმული სტატუსი გამოაქვეყნა: "დამპალი სააკაშვილი!!!! რას დაამსგავსა ბათუმი, ფაქტობრივად ჩამოართვა ხალხს ქართველობა, მაგას ქართველი კაცი სულელი ეგონა, მეტი საქმე არ აქვს, დაგებულ გზებზე იაროს და კიდევ უარესი ყოველდღე, წყალი რომ მოდის, იბანაოს კიდეც.... იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ ტურისტებით გაძეძგვა ქალაქი და ამდენი ინვესტიციისგან, ვინ იცის ლარი არ გაძვირდებოდა, კიდევ კარგი ბათუმმა ხმა მისცა ბიძინას!!!!!!! უფასო ფულს და მარგებელ ჭირს გაუმარ.... ჯოს!!!". როგორც ჩანს სააგენტოებისა და საზოგადოების ნაწილმა სტატუსში სარკაზმი ვერ დაინახა და ნუკი ყოფილ მთავრობაზე აუგის მთქმელად გამოაცხადეს. ტელეწამყვანი მომხდართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს: "ძვირფასო კოლეგებო ჟურნალისტებო, მართალია ვცრუობ, არ ვარ ჟურნალისტი, მაგრამ თქვენც ჟურნალისტამდე ბევრი გიკლიათ. მივმართავ იმ "ჟურნალისტებ"-ს, რომლებმაც, ამ სტატუსში სარკაზმი და ირონია ვერ ამოიკითხეს და ბნელად მიყვნენ ზედაპირს, გამოაქვეყნეს ეს სტატუსი და სათაური გაატარეს "ქოცების" პრიზმაში... უნდა იყო ბნელი და დამონებული რომ ვერ დაინახო სააკაშვილის ამაგი ბათუმსა და სხვა ქალაქებზე... ის არც ჩემი მეგობარი, არც ნათესავი და არც კუმირი... მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ხედავს და ანასხვავებს შავს თეთრისგან.... ჩემი სარკაზმი ულევი იქნება მანამ, სანამ ულევია სიცრუე, სიშტერე და მატყუარა ოცნებები ჩვენს ქვეყანაში... სანამ ძალიან გადავუხვევდი კიდევ ერთხელ "ჟურნალისტებ"-ს მივმართავ, გადაამოწმეთ რას წერთ ან რას აქვეყნებთ, არ არის სირცხვილი იკითხოთ, თუმცა სირცხვილია ასეთი სულელური სათაურები..."imageimage

1
644
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
644
  
2015, 14 აგვისტო, 13:17
ბრავო ნუკი, არ შევაჭვევინოთ თავი ქაჯ ქოცებს!!!!!!!ნაძირანა ტურები!!!
0 1 1