x
image
K.P.
თამრიკო ჭოხონელიძეს ქმარმა ეკა მამალაძესთან უღალატა! როგორ იძია შური მომღერალმა მეგობარზე?-უხერხული ფაქტები ცნობადების წარსულიდან
image
ერთმანეთს დაახლოებით ორიოდე ათეული წლის წინ შეხვდნენ. სიყვარული ქორწნებით დაგვირგვინდა. მომღარალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის ოჯახი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ შოუბიზნესში. წყილს ორი შვილი, მარიამი და კოკო ჰყვს. ბავშვები წამოიზარდნენ, როდესაც ყველაფერი თითქოსდა იდეალურად იყო ოჯახი დაინგრა. წყვილი დაშორდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ღალატი გახლდათ, თანაც საუკეთესო მეგობრის და მეუღლის. "ჭორები გიასა და ეკას რომანის შესახებ ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ქალაქში. ბოლოს და ბოლოს, დადგა დღე, როცა ჭორებმა თამრიკოც შეაწუხა და გიას დაელაპარაკა, რა ხდებაო. გია გადაირია, რა უნდა ხდებოდესო. ერთი პერიოდი ოჯახური სკანდალი მინელდა, მაგრამ არა ეკასა და გიას ურთიერთობა. ერთხელ გიას ტელეფონი შემთხვევით სახლში დარჩა. თამრიკომაც "სრულიად შემთხვევით" აპარატი ხელში აიღო და პირველივე ღილაკზე თითის დაჭერით ეკასთან მოხვდა. ძალიან გაბრაზდა. წავიდა ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში და გიას ეკასთან დარეკილი ზარები ამოაბეჭდინა. გიას ბოლო სამი თვის მანძილზე 300-ზე მეტჯერ ჰქონდა დარეკილი. აქ დამთავრდა მათი ოჯახური თანაცხოვრება"-უამბობდა რამდენიმე წლის წინ ოჯახის მეგობარი ერთ-ერთ სააგენტოს.

image

თამრიკოს ძალიან გაუჭირდა ღალატის გადატანა. მან მოღალატე მეგობარი სამუდამოდ წაშალა საკუთარი ცხოვრებიდან. რაც შეეხება გიას, ის თამრიკოს შვილების მამაა და ურთიერთობა მაინც აქვთ. "იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გული მატკინეს და ისეთებიც, რომლებიც საერთოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. არარაობებზე არასდროს ვსაუბრობ. მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ვიცი და საკუთარი „არას“ თქმის მეშინია. თუ ერთხელ ვთქვი – არა! – იმის მობრუნება გამორიცხულია"-ამტკიცებს თამრიკო.image

როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, თამრიკო ჭოხონელიძეს მომხდარი ასე მარტივად არ დაუვიწყებია. მან ეკა მამალაძეზე შური იძია, ჟურნალისტებს მისი და ოლეგ მელნიკოვის რომანი შესახებ ამცნო.




ეს ყველაფერი როდია, თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახის დანგრევას მამამისმა ძალიან რთულად აღიქვა და სულ მალე გარდაიცვალა კიდეც: "მტკივნეულად განიცადა, ძალიან ინერვიულა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მის რომელიმე შვილს ოდესღაც სადარდებელი გაუჩნდებოდა. საკმაოდ ემოციური კაცი იყო. ამ ქვეყნიდან დიდი დარდით წავიდა და ამას ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს."

image

0
4311
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
4311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0