x
image
K.P.
როგორ გრძნობს თავს გისოსებს მიღმა მამულიჩა და რას პასუხობს ლელა წურწუმია მათ, ვინც მათ ბარიგობაში ადანაშაულებდა?
image
18 ივლისს გამთენიისას ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი იგივე მამულიჩა
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0, 2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

მომხდარმა ფაქტმა სრულიად საქართველო შეძრა. ცნობადი სახეები მამულიჩას თანადგომას უცხადებდნენ. გავრცელდა არაერთი ბინძური ჭორიც. ერთ-ერთი გაზეთის მტკიცებით, დიდი ხანია ლელა და მამულიჩა ნარკოტიკებით ამარაგებდნენ საზოგადოების ნაწილს. ამავე გამოცემის მტკიცებით კი კახი თემურ თათარაშვილმა ჩაუშვა. წინასასამართლო სხდომაზე კახა მამულაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერს ნანობს. მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალებები რამდენჯერმე, საზღვარგარეთ გაუსინჯავს, თუმცა მათი ქვეყანაში შემოტანა არასდროს უცდია."ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს"-განაცხადა კახა მამულაშვილმა.

ლელა წურწუმიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და იმ პირებს გამოეხმაურა, ვინც მამულიჩას ბარიგობაში ადანაშაულებდა: "მინდა გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ ვითომდა კახა ნარკოტიკებს ასაღებდა. ძალიან გთხოვთ, ნუ იტყვით იმას, რაც არ იცით. ასევე კიდევ ერთხელ, ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისათვის''.

კახა მამულაშვილის სანახავად იმყოფებოდა მამა ანთიმოზი: "მამულიჩთან ვიყავი შესული. კარგად არი. ვარჯიშობს, გულშემატკივრები ყველანი მოგიკითხათ! მაგარ დუხზეა".


image

0
531
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0