სხვა ცხოვრებისეული გაკვეთილები, იგავების სახით - რა სთხოვა ღმერთს დედა ტერეზამ? იგავები ღმერთზე 2015, 10 აგვისტო, 8:02 მე ვთხოვე ღმერთს... დედა ტერეზას ლოცვა მე ვთხოვდი ღმერთს წაეღო ჩემი სიამაყე, და ღმერთმა მიპასუხა - არა. მან მითხრა, რომ სიამაყეს არ ართმევენ - მას უარჰყოფენ. მე ვთხოვე ღმერთს განეკურნა ჩემი საწოლზე მიჯაჭვული ქალიშვილი. ღმერთმა მითხრა - არა. მისი სული საიმედო ხელშია, ხოლო სხეული მაინც მოკვდება. მე ღმერთს ვთხოვე მოეცა ჩემთვის მოთმინება, და ღმერთმა მითხრა - არა. მან მითხრა, რომ მოთმინება ჩნდება გამოცდის შემდეგ - მას არ აძლევენ, მას იმსახურებენ. მე ვთხოვე ღმერთს ეჩუქებინა ჩემთვის ბედნიერება, და ღმერთმა მითხრა -არა. მან მითხრა, რომ ის კურთხევას იძლევა, მაგრამ ვიქნები, თუ არა ბედნიერი, ჩემზე არის დამოკიდებული. მე ვთხოვე ღმერთს ავადმყოფობისგან დაცვა, და ღმერთმა მითხრა - არა. მან მითხრა, რომ ტანჯვა ადამიანს აიძულებს ზურგი აქციოს ყოველდღიურობას და მასთან მივიდეს. მე ვთხოვე ღმერთს, რომ ჩემი სული გაეზარდა, და ღმერთმა მითხრა - არა. მან მითხრა, რომ სული თავად უნდა გაზრდილიყო. მე ვთხოვე ღმერთს ესწავლებინა ჩემთვის ადამიანების შეყვარება ისე, როგორც მას ვუყვარვარ მე. როგორც იქნა - თქვა ღმერთმა - შენ მიხვდი რა უნდა გეთხოვა ჩემთვის. მე ვთხოვე და ღმერთმა გამომიგზავნა განსაცდელი, რომ გამოვრწთობილიყავი. მე სიბრძნე ვთხოვე - და ღმერთმა გამომიგზავნა პრობლემები, რომლის მოგვარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მე ვთხოვე სიმამაცე - და მან განსაცდელი გამომიგზავნა. მე სიყვარული ვთხოვე - და მან უბედური ადამიანები გამომიგზავნა, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ. მე ვთხოვე კეთილდღეობა - და ღმერთმა შესაძლებლობები მომცა. მე არ მიმიღია არაფერი, იქიდან, რაც მინდოდა - მაგრამ მე მივიღე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა. ღმერთთან მაღაზიაში
- ეს შენა ხარ ღმერთო? - ჰკითხა გაოცებულმა ქალმა. - დიახ მე ვარ - უპასუხა ღმერთმა. - და რისი ყიდვა შეიძლება? - ყველაფრის, - იყო პასუხი. - მიშინ მე ვინდომებდი: ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს, წარმატებას და ბევრ ფულს. ღმერთმა გაიღიმა და წავიდა შეკვეთილი საქონელის მოსატანად. მალე დაბრუნდა, პატარა კოლოფით ხელში. - სულ ეს არის - წამოიძახა ქალმა. - დიახ, - მშვიდად უპასუხა ღმერთმა, - არ იცი, რომ აქ მხოლოდ თესლი იყიდება? იგავი ღმერთზე ადამიანი ჩურჩულებდა: “ღმერთო დამელაპარალე", და ტყე და მინდვრებ ამღერდნენ. მაგრამ, ადამიანმა ვერ გაიგო. ადამიანმ წამოიძახა: “ღმერთო მელაპარაკე", და ქუხილმა გადაუარა მთელს ცას. მაგრამ, ადამიანმა ვერ გაიგო. ადამიანი ირგვლივ იხედებოდა და თხოულობდა: “ღმერთო, მომეცი უფლება რომ დაგინახო", და ცაზე ვარსკვლავმა კაშკაში დაიწყო. მაგრამ, ადამიანმა ეს ვერ შეამჩნია. ადამიანმა მოითხოვა: “ღმერთო მაჩვენე საოცრება!" და ახალშობილი მოევლინა ამ ქვეყანას. მაგრამ ადამიანმა ამის შესახებ არ იცოდა. და იმედგაცრუებულმა ადამიანმა დაიყვირა სასოწარკვეთისგან: “ღმერთო, ხელი დამადე!" და ღმერთი ქვემოთ ჩამოვიდა და ადამიანს შეეხო. მაგრამ ადამიამა ხელით მოიცილა მხარზე დამჯდარი პეპელა და ისე წავიდა, რომ ვერაფერი ვერ გაიგო. 593 10-ს მოსწონს
|