x
image
K.P.
"გავაცილე ჩემი გოგო"-ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ოჯახისგან შორს ახალ ცხოვრებას იწყებს
image
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე ოჯახიდან შორს განაგრძობს ცხოვრებას. გოგონა სასწავლებლად საზღვარგარეთ მიემგზავრება.

''გავაცილე ჩემი გოგო.

დაიწყო მისი ახალი და საინტერესო ცხოვრება. სტუდენტობა...

წარმატებები მარიამ"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.


მარიამ გეგუჩაძე ამერიკაში ისწავლის. გოგონას ჟურნალისტობა ნამდვილად მოსწონდა, მაგრამ დედის ჩრდილქვეშ ყოფნა არ სურდა და მომავალს პოლიტიკას დაუკავშირებს. image

"მარიამმა აირჩია ამერიკა.

ბარდში ისწავლის. წარმატებები და მადლობა მას. კარგი შვილია. ბარდში მოხვედრას ბევრი მეცადიონეობა სჭირდებოდა. ამიტომ ვარ მადლიერი. სწორად გამოიყენა დრო და შესაძლებლობები. მინდა ყველას შვილი წარმატებული იყოს! ყველამ მიიღოს სრულფასოვანი განათლება! ესაა ჩვენი გადარჩენა. მხოლოდ განათლებული თაობა თუ გადაარჩენს ამ ქვეყანას!"-წერდა ნანუკა სოციალურ ქსელში.

მარიამი მამინაცვალთან, ირაკლი კოდუასთან, ერთად ბუდაპეშტში ცხოვრობდა. გოგონა ამერიკულ სკოლაში სწავლობს. ნანუკა ქალიშვილის განათლებაში დიდ ინვესტიციას დებდა, 8 მასწავლებელთან დაჰყავდა. "ირაკლიმ თავისთან წაიყვანა უფროსი შვილი, გიორგი კოდუა. გიორგიც იქ სწავლობს და ჩემი მარიამიც ირაკლისთან გავგზავნე. ახლა ორივე ბუდაპეშტში არიან, ირაკლიმ მარიამის გამო ქალაქი შეიცვალა, მარიამი მასთანაა, ძალიან მაგარ ამერიკულ სკოლაში სწავლობს"-გვიამბობდა ნანუკა. გოგონამ გასულ ზაფხულს ჰარვარდის სკოლაშიც ისწავლა.

ვუსურვოთ მარიამს წარმატებები და ბედნიერი მომავალი..

image

0
715
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0