საზოგადოება პეტრე კოლხი სკანდალში გაეხვა-"ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ." ლამაზი ქალი, რომლის თამამი ფოტოებიც მამაომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მისი ქალიშვილი აღმოჩნდა. 2015, 6 აგვისტო, 20:03 პეტრე კოლხმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა ლამაზი გოგნას საკმაოდ სექსუალური ფოტოები წარწერით: "აი ფოტო, აი ქალი..." მამაოს ამ ქმედებას არაერთგავროვანი რეაქცია მოყვა საზოგადოების მხრიდან. "მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია, თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა."-ამდაგვარი უამრავი უარყოფითი კომენტარი მოყვა პეტრე კოლხის სტატუსს. მამაომ ამ სკანდალთან დაკავშირებით შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: "დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა. ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან... ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით... რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ..." აი ფოტოებიც, რომლებმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია: 324 2-ს მოსწონს
|