საზოგადოება დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და გიორგი სიგუას შორის "სელფით" დასრულდა-"ზრდილობა მოიკითხე თაღლითო შენ!" 2015, 6 აგვისტო, 12:07 ანაკლიაში გამართული ფესტივალის, Gem Fest-ის ორგანიზატორსა და დამფუძნებელ გიორგი სიგუასა და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს შორის დაპირისპირება მოხდა. ნანუკა ჟორჟოლიანმა თავისი უკმაყოფილება ამ ფესტივალისა და მისი ორგანიზატორის მიმართ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოთქვა: "ჩვენი ბიუჯეტიდან სახელმწიფო მილიონებს რომ იხდის ფესტივალში, რომლის ორგანიზატორობასაც(რატომღაც) შენ გავალებენ, მინიმუმ უნდა უზრუნველყონ დღის გართობა, ამ დროს მუსიკა სადმე მაინც უნდა უკრავდეს! 200 ლარს რომ ახდევინებ ადამიანებს აბონიმეტში! ნაგავს უნდა იღებდეთ სანაპირო ზოლიდან, სნოს გარდა რამე სასმელი უნდა იყიდებოდეს და ასე არ უნდა ჩააბანძო პონტი. იმედია დაინტერესდებიან ჩემი კოლეგები სად წავიდა ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონები, მაშინ როცა იგივე ინფრასტრუქტურაა თითქმის, თუ არ ჩავთვლი დაყრილ ქვიშას და მინათებულ წითელ ფერს! Giorgi Sigua." ნანუკას სტატუს გიორგი სიგუა გამოეხმაურა კომენტარებში: " უთენგენათალე... ჯერ ერთი, კერძო პროექტია და არავის დაუვალებია ჩემთვის რამის ორგანიზება ჩემი თავის გარდა, მეორე-მილიონები არა, მილიარდები მომცა სახელმწიფომ... სასმელებს რაც შეეხება, მანდ რა ბრენდებსაც ხედავ სპონსორებია ეგენი და ბუნებრივია მათ აქვთ თავიანთ სეგმენტში ექსკლუზივები..." ნანუკა ჟორჟოლიანი: " სახელმწიფომ ამ პროექტში ინვესტიცია არ განახორციელა? ბოჭორიშვილი დაგითაგო?" გიორგი სიგუა: " ვაფშე, რომ იცოდე მაგაზე ცუდადაა საქმე, ფეიერვერკი რომ გავუშვით ფოტოშოპი იყო, არმინ ვან ბურენს არ დაუკვრია, ორეული გახლდათ, ხალხიც არ ჩამოსულა და ზოგადად დედა გვაქვს ნატირები. დაოკდე ეგებ... აქ თუ ხარ, მოდი ელარჯიან ხაჭაპურზე დაგპატიჟებ ჯობია..." ნანუკა: "იუმორიც არ გივარგა. ერთადერთი რაც გამოგდის თაღლითობაა. ერთი-ამერიკაში არ გადაყარე ხალხი ბილეთებს გაყიდინებთ იაფიანსო, მეორე-მანამდე არ ითაღლითე და მესამე-აქედან არ მოტეხე ფული." გიორგი: " ნუ ბოდიალობ რაღაც სისულეელეებს, თუ ღმერთი გწამს!" ნანუკა: "ზრდილობა მოიკითხე თაღლითო შენ! დიდი ხანია ხალხს მეორედ არ ანათლინებ თაავს?!" ასეთი დაპირისპირების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქზე" ატვირთა გიორგი სიგუასთან გადაღებული სელფი წარწერით: "სასტუმროში რომ შემოხვალ (მშიერი და მწყურვალი) და ეს გიჟი და აფერისტი დაგხვდება": რამაც საზოგადოების გაოცება გამოიწვია: " თქვენ რამდენიმე წუთის წინ ომი არ გქონდათ გაჩაღებული?", რაზეც ნანუკამ უპასუხა: " კი, ახლა სასტუმროში გვაქვს ომი." სასტუმროში კი, როგორც ჩანს გიორგი სიგუამ შამპანურით გაწუწა ნანუკა... სულ მცირე დუელის შემდეგ, ნანუკას მიერ თაღლითად წოდებული გიორგი სიგუა და ნანუკა შერიგდნენ, კომენტარებში ნიკა გვარამიაც ჩაერთო: " ნამდვილად გიჟი და აფერისტია, მაგრამ საყვარელი და ნიჭიერი თაღლითების კატეგორიიდან, ნანუკა... აი, ოსტაპბენდერული. რ2-თან დაკავშირებით ზედმეტი რომ არ მოსვლოდა ბოლო დროს, მაგას არ ვპატიობთ ჩვენ..." ნანუკა: "უი ეგ არ ვიცი, რა ქნა?: გიორგი ნიკას: "მაპატიე ბიძია შენი ლამაზი თვალების ჭირიმე..." 496 2-ს მოსწონს
|