x
image
K.P.
ინგა გრიგოლიამ საყვარელი მამაკაცისაგან საჩუქარი მიიღო! ჟურნალისტი მალე დაქორწინდება?

image
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ქართული შოუბიზნესის ცნობადი სახეა. უკვე წლებია ქართული ჟურნალისტიკის ვარსკვლავად ითვლება და პოლიტიკურ თოქშოუების მომზადებაში ტოლს ვერავინ უდებს. ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ ბედი პოლიტიკაშიც მოსინჯა, თუმცა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისი საქმე არ იყო. იმდენი გაჭირვებული ვნახე საშინელი დეპრესია დამეწყო და რაც ყველაზე ცუდია მათ ვერ ვეხმარებოდიო-ამტკიცებდა ჟურნალისტი.

ინგა გრიგოლია შეყვარებულია. როგორც ის ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გვიამბობდა, მისი რჩეული ექიმია. წყვილი ერთად ყოფნით ტკბებოდა, დაქორწინებას კი არ აპირებდნენ. მისგან განსხვავებით, მისი პარტნიორი "ძალიან მშვიდია, საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა და რას ამბობენ პოლიტიკოსები". ერთადერთი მიზეზი კი, რის გამოც მის გადაცემებს უყურებს, ის არის, რომ გადაცემის შემდეგ ინგას ვიზუალი შეაფასოს. "დიდი სიყვარული რომ გხვდება ჩამოსვლისთანავე და რომ გაბედნიერებს"-წერს ინგა და სოციალურ ქსელში ფოტოსაც აქვეყნებს. ვრცელდება ხმები, რომ წყვილის ურთიერთობა დასერიოზულდა და შესაძლოა დაქორწინდნენ კიდეც. image

ინგა გრიგოლია მხოლოდ ერთხელ იყო დაოჯახებული, თუმცა ცხოვრების მანძილზე რამდენიმე პარტნიორი ჰყავდა. "გადაცემისთვის გავაკეთეთ პრომო პლაკატები. ამ დროს ჩემს შეყვარებულთან უკვე ძალიან დაძაბული მაქვს მდგომარეობა და გადავწყვიტეთ, რომ მის სახლთან, უზარმაზარ ბილბორდზე ჩემი პოსტერი გამოგვეკრა. მოკლედ, მთელი 1 წელი, დილით რომ ადგებოდა და აივანზე გადიოდა, იქიდან მე ვუყურებდი. ეს იყო საუკეთესო შურისძიება, რაც კი ოდესმე ვინმესთვის გამიკეთებია"-იხსენებდა ინგა. ჟურნალისტს ერთი ქალიშვილი, მარიამი ჰყავს. imageimage

0
454
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0