სხვა რას ამბობენ თქვენი ფრჩხილები თქვენს ხასიათზე? 2015, 3 აგვისტო, 14:38 დახედეთ თქვენი ხელის თითებს... მათ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თქვენი ხასიათის შესახებ, მთავარია განსაზღვროთ, ფრჩხილის რომელი ფორმაა თქვენი, დანარჩენს კი ეს ტესტი გიამბობთ:
გრძელი, მართკუთხა ფორმის ფრჩხილები თუ თქვენ გრძელი, მართხკუთხა ფორმის ფრჩხილები გაქვთ, სავარაუდოდ, ძალიან კომუნიკაბელური და გონებამახვილი ადამიანი ბრძანდებით, დიდ სიამოვნებას განიცდით ახლადშეძენილ ნაცნობებთან ურთიერთობით და გიყვართ სიახლეები, ამიტომ გამუდმებით აფართოებთ თვალსაწიერს, მაგრამ როცა საქმე ეხება სამუშაოს, აქ თქვენი დევიზია: "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". საკითხს ყველა მხრიდან სწავლობთ და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. მთავარია, ყველაფერი გააანალიზოთ უკანასკნელ წვრილმანებამდე. ფართო და ბრტყელი ფრჩხილები თუ ფართო და ბრტყელი ფრჩხილები გაქვთ, თქვენ საღი გონების ადამიანი ხართ. სანამ რამეს იტყვით, მანამ კარგად დაფიქრდებით ხოლმე, ამიტომ გარშემომყოფები დიდად აფასებენ თქვენს აზრს. ამ ფრჩხილების მფლობელი შესანიშნავად ერკვევა ადამიანების ხასიათებში და მას თავისუფლად შეუძლია დაეყრდნოს თავის ინსტიქტებს. მოკლე და მრგვალი ფორმის ფრხილები მოკლე და მრგვალი ფრჩხილების პატრონები ენერგიული, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. თქვენ ასხივებთ ბედნიერებას და პოზიტივს, ამიტომ ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ თქვენთან კონტაქტი. თუ ადამიანს დაუმეგობრდებით, სამუდამოდ მისი ერთგული რჩებით და ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ დაიცვათ ისინი, ვინც ძალიან გიყვართ, თუმცა ამავე დროს თქვენს სულში ავნტიურიზმია ჩასაფრებული და თუ რაიმე საგანზე ფიქრმა თქვენს გონებაში შემოაღწია, ყველაფერს გააკეთებთ მიზნის მისაღწევად. არასწორი ფორმის და მოკლე ფრჩხილები შესაძლოა, ისინი იმიტომაა არასწორი, რომ მათ გაუდმებით იკვნეტთ? აქედან გამომდინარეობს, რომ თქვენ გონებამახვილი და დაკვირვებული ბრძანდებით, ძალიან აფასებთ ადამიანებთან დამყარებულ ურთიერთობებს და ძნელად იძენთ ახალ მეგობრებს. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობენ - "ცხვრის ქურქში გახვეულია მგელიაო". შეიძლება გარეგნულად ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდეთ, მაგრამ თქვენს სულში ემოციების ქარიშხალი მძვინვარებდეს. თქვენმა მეგობრებმა იციან, რომ მათ მხოლოდ სიმართლეს ეტყვით, თუნდაც ეს სიმართლე საკმაოდ მწარე იყოს. მოცულობითი და სწორკუთხა ფრჩხილები თქვენ ლიდერად დაბადებული ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, რომელიც ყველა საქმეს გულისხმიერად ეკიდება, განდობენ მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებას, რადგან იციან, რომ თქვენი ნდობა ნამდვილად შეიძლება. როცა რამეს აკეთებთ, ამას გულიანად და სრულყოფილად აკეთებთ, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოზე გადამკვდარი ადამიანი ხართ - თქვენი სულის შიგნით მხიარული და სიცოცხლისმოყვარე ადამიანი იმალება. სამკუთხა ფორმის ფრჩხილები თუ თქვენი ფრჩხილები სამკუთხა ფორმისაა, თქვენ გაბედული და რისკიანი ადამიანი ხართ, რომელმაც ყოველთვის იცის, თუ რა სურს ცხოვრებაში. წინააღმდეგობები არ გაშინებთ და შემტევი ხასიათით გამოირჩევით. როცა საქმე სამუშაოს ეხება, სიზარმაცე გახასიათებთ...თქვენი დევიზია: "იმუშავე მსუბუქად და არ დახარჯო დიდი ძალა", თუმცა უნარი გაქვთ ეს მცირე ძალებიც კი მიზანმიმართულად და ნაყოფიერად გამოიყენოთ. ოვალური და გრძელი ფრჩხილები თუ თქვენი ფრჩხილები ოვალური ფორმისაა, უმეტეს შემთხვევაში თქვენ შემოქმედებითი ხასიათის ადამიანი ბრძანდებით, გაქვთ კარგი წარმოსახვის უნარი და გიყვართ, როცა თქვენს გარშემო ლამაზი ნივთებია. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ და სულ მრავალრიცხოვან საზოგადოებაში ტრიალებთ. ზოგიერთები ამბობენ, რომ თქვენ ძალიან ბევრ რამეს იღებთ საკუთარ თავზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თავად სიამოვნებას ღებულობთ ამისაგან. უცნაური ფორმის ნუნები ეს ნიშნავს, რომ თქვენ უცნაური, განსხვავებული ადამიანი ხართ, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს და არ შეუძლია ერთფეროვანი ცხოვრება. თქვენი დევიზია: "სამუშაო თავის ადგილზე, დასვენება თავის ადგილზე". თქვენ ყველაფრისგან ღებულობთ სიამოვნებას, პრობლემებისგანაც კი. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა ერთი სიამოვნებაა, რადგან თქვენს გვერდით კაცი არასოდეს მოიწყენს. 1810 11-ს მოსწონს
|