x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცხოვრებისეული გაკვეთილები, იგავების სახით - ფინანსური თამაშები
ფინანსური თამაშები


იყო და არა იყორა, იყო ერთი მოხუცი. საღამოობით, მისი სახლის სიახლოვეს, ბავშვები

იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ. თამაშის დროს, ისინი გამუდმებით წიოდნენ და

კიოდნენ, რაც მოხუცს ძალიან აღიზიანებდა. მოთმინების ფიალა რომ აევსო, ბავშვები


თავისთან დაპატიჟა და უთხრა, რომ ძალიან მოსწონდა ბავშვების ხმების მოსმენა და

თითოეულს 50 ცენტის მიცემას დაპირდა, თუ მეორე დღესაც მივიდოდნენ მის

სახლთან სათამაშოდ.

ბავშვები მივიდნენ და კიდევ უფრო მხიარულად და ხმამაღლა თამაშობდნენ. მოხუცმა

მათ გადაუხადა და დაპირდა, ხვალე კიდევ გადაგიხდითო. მაგრამ, მომდევნო საღამოს, ბავშვებმა 50 ცენტის ნაცვლად, უკვე 25 ცენტი მიიღეს. მესამე დღეს, მოხუცმა მათ 15-15 ცენტი გადაუხადა და აუხსნა, რომ მას ფული გაუთავდა.

“დაფიქრდით, თუ შეიძლება - სთხოვა მათ - იქნებ, ხვალეც მოხვიდეთ და მხოლოდ 10 ცენტის სანაცვლოდ ითამაშოთო?"

ბავშვებს იმედი გაუცრუვდათ და მოხუცს განუცხადეს, რომ მის სახლთან საერთოდ

აღარ მივიდოდნენ, რადგან რაღაც 10 ცენტის გამო, არა ღირდა ამდენი ძალისა და

ენერგიის დახარჯვა.

0
314
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0