ებრაელი ორთოდოქსი მამაკაცი გეი-აღლუმის მონაწილეებს თავს დაესხა და 6 მათგანი დაჭრა.
2015, 1 აგვისტო, 16:48
ორთოდოქსმა ებრაელმა მამაკაცმა გეი–აღლუმი დაშალა. იერუსალიმში მიმდინარე ყოველწლიური გეი–აღლუმის მსვლელობისას, აღლუმის მონაწილეებს უცნობი მამაკაცი მიუვარდა და მოულოდნელად ამოღებული დანით აღლუმის 6 მონაწილეს საკმაოდ მძიმე ჭრილობები მიაყენა, დაზარალებულთა რაოდენობა და შესაძლოა მსხვერპლიც ბევრად მრავალრიცხოვანი ყოფილიყო რომ არა პოლიციის დროული ჩარევა, რომელმაც დააკავა მამაკაცი. თვითმხილველთა თქმით მამაკაცი ხმამაღალი შეძახილებით: "თქვენს პარპაშს ვერ ავიტანთ ებრაულ მიწაზე" დანით დაერია გეი–აღლუმის მონაწილეებს, ყველა გარბოდა საითაც კი მოახერხა გაქცევა, მიწაზე კი გეი–აღლუმის დაჭრილი მონაწილეები "ფართხალებდნენ"–ასე აღწერა მომხდარი თვითმხილველმა. დაჭრილებიდან ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ორი დაჭრილის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა ექიმების განცხადებით. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს შემთხვევის ადგილიდან.