საზოგადოება როგორ ერთობიან ზალიკო ბერგერი და ნინა წკრიალაშვილი ერთად (+ფოტოები) 2015, 1 აგვისტო, 12:36 ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები დიზაინერი ზალიკო ბერგერი და მომღერალი ნინა წკრიალაშვილი დიდიხანია რაც მეგობრობენ და მათი მეგობრობის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცის. რამოდენიმე დღის წინ ზალიკომ გამოაქვეყნა სურათი თავის პირად "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" გვერდზე უმშვენიერეს ნინა წკრიალაშვილთან ერთად, თუ როგორ ალაგებენ ბარგს და ემზადებიან ბათუმში წასასვლელად. ისინი ბათუმში fashion week-ზე დასასწრებად გაემგზავრნენ, რომელიც ორ აგვისტოს გაიმართება და იქნება უსაყვარლესი ზალიკოს ახალი კოლექციის ჩვენებაც. როგორც სურათებიდან ჩანს მეგობრები ერთად ძალიან კარგ დროს ატარებენ და მშვენივრად ერთობიან. ვუსურვოთ ზალიკოს წარმატება ჩვენებაზე, იქამდე კი კარგი დასვენება შავი ზღვის სანაპიროზე. ახლა კი ვნახოთ სურათები, სადაც ნინა და ზალიკო არიან თავიანთ მეგობრებთან ერთად. 1969 4-ს მოსწონს
|