x
image
terjolski
როგორ მოვამზადოთ აჭარული ხაჭაპური

image მოვზილოთ საფუარიანი ცომი, სანამ კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი.ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ.მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ 3 სანტიმეტი ცარიელი დარჩეს.შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე.ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.როდესაც შეწითლდება ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი, შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.მასალა:1 ხაჭაპურის ცომისთვის:ფქვილი-100 გრამი, წყალი(რძე)-50 გრამი, საფუარი-2 გრამი, ყველის სატენისათვის:ყველი-75 გრამი, კვერცხი-1-2 ცალი, კარაქი-20 გრამი.

0
366
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:terjolski
terjolski
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0