x
image
terjolski
როგორ მოვამზადოთ აჩმა

image კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი.ცომი გავყოთ ექვს ნაწილად( ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი.ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით.ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე(რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან, დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი, ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისაგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი(დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად), დავდოთ 2 ფენა ცომი, მოვაყაროთ ყველი, შემდეგ დავაფაროთ მოხარშული ცომი, წავუსვათ კარაქი, ორი ფენის შემდეგ ისევ მოვაყაროთ დაჭრილი ყველი, ზემოდან ისევ ორი მოხარშული, კარაქწასმული ცომი.ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი.ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.ასეთი აჩმა შეიძლება წინასწარ დავჭრათ ნაჭრებად და ისე გამოვაცხოთ.მასალა:კვერცხი-5 ცალი, კარაქი-300-500 გრამი, ყველი-1 კილოგრამი, წყალი-1 ჩაის ჭიქა, ფქვილი-რამდენსაც შეიზელს.

0
531
1-ს მოსწონს
ავტორი:terjolski
terjolski
531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0