საზოგადოება სასჯელაღსრულების სამინისტროში მსჯავრდებულების გადანაწილების ახალი წესი დამტკიცდა. 2015, 31 ივლისი, 12:51
გიორგი მღებრიშვილმა მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილების ახალი წესი დაამტკიცა
თარიღი: 10/07/2015 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემაში რევოლუციური მნიშვნელობის სიახლე - მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემა ინერგება, რაც უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის გაძლიერებას ემსახურება. ამით უწყება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რითაც საბოლოოდ უარს ვამბობთ სისტემის მოწყობის საბჭოურ მოდელზე და ვიზიარებთ ევროპულ სტანდარტებს.
„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მუდმივად არღვევენ წესრიგს, არიან კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილები და საფრთხეს უქმნიან სხვა მსჯავრდებულებს, განთავსდებიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, სადაც მათ სასჯელის მოხდის მკაცრი პირობები განესაზღვრებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ორიენტირებულები არიან რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე, დაბალი რისკის და შესაბამისად, მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში განთავსდებიან, “ - აღნიშნა მინისტრმა.
მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა გულისხმობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდებულთა კლასიფიკაციას პიროვნების, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრისგან გამომდინარე საშიშროების რისკის მიხედვით. მულტიდისციპლინური ჯგუფი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან.
მსჯავრდებულები ოთხი სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან, რაც დაბალ, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიას მოიცავს. მულტიდისციპლინური ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს. შედეგად, მსჯავრდებულები შესაბამისი რისკის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გადანაწილდებიან.
• საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; • საშიშროების საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული - ნახევრად ღია
ამასთან, რისკების პირველადი შეფასების შემდეგ, პერიოდულად, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში, მოხდება მსჯავრდებულის რისკის გადაფასება იმისთვის, რომ პატიმარს შესაძლებლობა მიეცეს, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, შეამციროს თავისი რისკის ხარისხი და უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადავიდეს. ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იფიციალურ ვებგვერდზე 40 2-ს მოსწონს 1-ს არა
|