სხვა ჯერ კიდევ გუშინ... 2015, 30 ივლისი, 12:45 ![]() მქონდა კიდეც ჩემთვის გამოგონილი საოცნებო სამყარო, რომელშიც თავს ბედნიერად ვგრძნობდი... მაგრამ წლებმა ყველაფერი შეცვალა...დაუნანებლად წაიღო ჩემი ბავშვობა, დაანგრია ჩემი ოცნების სამყარო და ცხოვრების სირთულეებთან მოუმზადებელი დამტოვა. და უცებ მივხვდი, რომ ბავშვი აღარა ვარ, ზღაპრებს აღარ ვკითხულობ, აღარც ყველასი და ყველაფრის მჯერა... აღარც ოცნების სამყარო მაქვს, მხოლოდ აუტანელი რეალობა, რომელიც არც თუ ისე ადვილი ასაღქმელია. მაგრამ ჩემ ცხოვრებაში საბედნიეროდ, ყოველთვის არის ვიღაც ან რაღაც, რომელიც ძალას მაძლევს გზა გავაგრძელო, დასახული მიზნისკენ ადრე თუ გვიან მაინც მივიდე... ამის გაცნობიერებამ ბედნიერება მომანიჭა, გულის ცემა ამიჩქარა და დიდი ხნის წინ დავიწყებულმა გრძნობამ თავი შემახსენა... მიხარია რომ არსებობ, ცუდად თუ კარგად, აუტანელი ხარ თუ საყვარელი, გესმის თუ არ გესმის... მთავარია რომ არსებობ! ჩემი ხარ, ჩემში ხარ! მიყვარხარ და ბედნიერი ვარ! 204 2-ს მოსწონს
|