საზოგადოება როგორ მიაღწია სასურველ წონას ნუკა კვალიაშვილმა. "შენ თუ გინდა ჩაქუჩი გაიყარე შიგნით!"-მომღერალს პირსინგი დაუწუნეს. 2015, 28 ივლისი, 11:05 მომღერალ ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ მუსიკალურ ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო. გოგონამ თავისი განსხვავებული იმიჯითა და ძლიერი ხმით დაამახსოვრა მაყურებელს თავი. ნუკა გათხოვილია, ყავს მეუღლე და პატარა შვილი, ლუკა. მომღერალმა იმისათვის, რომ სასურველ წონაზე დამდგარიყო, სრული შიმშილობა გამოაცხადა, 5 დღის განმავლობაში არ ჭამდა არაფერს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაპოსტა: "5 დღეა და ერთი ლუკმაც არ მიჭამია და შიმშილს აღარ ვგრძნობ. მემგონი ძილის დროს კუჭი გამექცა"... შედეგად კი 55 კილოდან 49 კილოზე ჩამოვიდა, ამ ყველაფერს კი იმისთვის აკეთებს, რომ დასასვენებლად მიდის და უნდა რომ სწრაფად დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები. "თავიდან სამი დღე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მადლობა ჩემს ნებისყოფას, ეს ორი დღეა მადა აღარ მაქვს საერთოდ..." ცნობისმოყვარე საზოგადოების კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა წონის კლება და ესწავლებინა მათთვის თუ როგორ მიაღწია ასეთ შედეგს, ნუკამ უპასუხა: "არ ვჭამ არაფერს! რა გასწავლოთ ნებისყოფა? ვშიმშილობ, არ ვჭამ არაფერს, ყავაზე ვარ..." "დილით ვსვავ ღამე დაყენებულ თაფლიან დალიმნიან წყალს და დალშე ყავას ვუბერავ... დღეში 3-4 ჭიქა უშაქროს..." აი მისი შიმშილობის შედეგიც: ამ ფოტოს უამრავი კომენტარი მოყვა. ნუკა გააღიზიანა ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებლის კომენტარებმა: "ხალხო არ აწერია აშკარად ფოტოს სათაურად "მიხდება?" ან "მოგწონთ?" ან თუნდაც "ზედმეტია?"... არ მინდა აქ აზრების ფრქვევა, რა არის ზედმეტი და რა არა მე უკეთ ვიცი ჩემი ტანისთვის და იმისთვის, რომ თავი ვიგრძნო კომფორტულად!!!!!!" ნუკის პირსინგი დაუწუნეს კომენტარებში: "რამხელა პირსინგია, რა მახინჯობაა..." რაზეც ნუკიმ მიუგო: "მოდი შენს თავს მიხედე და შენ რომ გექნება, თუ გინდა ჩაქუჩი გაიყარე შიგნით, ჩემი ჭიპია, როგორმე მივხედავ!" "ვინც პოზიტიურად და კეთილად ხართ განწყობილნი ძალიან დიდი მადლობა! მიყვარხართ გულწრფელად!" 230 1-ს მოსწონს
|