ისტორია წყნარ ოკეანეში სამხედრო თვითმფრინავების სასაფლაო აღმოაჩინეს 2015, 26 ივლისი, 15:08 მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან უკვე 67 წელიწადი გავიდა.
ბრენდი მიულერი, რომელიც მთელს თავის სამხდერო-სამეცნიერო კარიერას თვითმფრინავების ისტორიას, აგებულებას და გამოკვლელვას უთმობს, დაინტერესდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წყნარ ოკეანეში ჩავარდნილი სამხედრო ხომლადებით და სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებით. მან გადაწყვიტა ჩაეტარებინა გამოკვლევები წყნარ ოკეანეში, თავის დამხმარე ეკიპაჟთან ერთად. გამოკვლევების შედეგად, ბრენდი მიულერმა აღმოაჩინა სამხედრო თვითმფრინავების სასაფლაო! თვითმფრინავების სასაფლაო აღმოაჩინეს მარშალის კუნძელბთან. მიულერის გამოკვლევების შედეგად, ცნობილი გახდა თუ რატომ იყო ეს სამხედრო თვითმფრინავები წყნარ ოკეანეში ჩაძირული. ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ ბრენდი მიულერი: "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა გენერალმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება რომ, სამხედრო თვითმფრინავები ოკეანის ფსკერზე ჩაეშვათ, რადგან მათი აშშ-ში ტრანსპორტირება ძალიან ძვირი ჯდებოდა. გენერალი შეუთანხმდა ასევე აშშ-ის პრეზიდენტსაც და ეს გადაწყვეტლება საბოლოოდ ერთობლივი შეთანხმებით მიიღეს." როგორც ხედავთ აშშ-ის ერთ-ერთი გენერალის გადაწყვეტილებით ათობით სამხედრო თვითმფრინავი ჩაძირულ იქნა წყნარ ოკეანეში . ჩაძირულ სამხედრო თვითმფრინავების მოდელებს შორის იყო, მეორე მსოფლიო ომის ცნობილი სამხედრო თვითმფრინავებიც. ესენია: F4U Corsairs Douglas SBD Douglas SBD Dauntless TBF/TBM Avengers Helldivers B-25 B-25 Mitchells Curtiss C-46 Curtiss C-46 Commandos Curtiss C-47 F4F Wildcat ბრენდი მიულერმა ამ ჩაძირული სამხედრო თვითმფრინავების შესახებ ინფორმაცია მიიღო აშშ-ის სამხედრო ბაზების ერთ-ერთი დირექტორისგან. რომელიც ახალგაზრდობაში აკვირდებოდა თვითმფრინავების აგებულებას და აღნაგობას. არვიცით მიულერმა რამდენად დაიჯერა დირექტორის მონაყოლი და გამოაქვეყნა საჯაროდ აღმოჩენილი თვითმფრინავების სასაფლაოს შესახებ ინფორმაცია, მაგრამ როგორც ცნობილია ბრენდი მიულერი გამოკვლევებს ისევ ატარებს მარშალის კუძულებთან. 695 17-ს მოსწონს
|