x
image
ციცი
Mediator image
ეკა ხოფერია-"კოტეს გული აწუხებდა, უბრალოდ ორსულ განოს უმალავდა!"
image

"ოთხშაბათს. ვერ მოვითმინე და ზოგიერთ უსაქმურთან კამათშიც შევედი. კოტე არასდროს მალავდა მის ნარკოდამოკიდებულების პრობლემას, რომელიც მან დაძლია. სამედიცინო დასკვნით, ინფარქტით გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, გული აწუხებდა, უბრალოდ ორსულ განოს უმალავდა, სამწუხაროდ... მეც ვფიქრობ, რომ კოტე იმსახურებდა მასზე სიმართლე რომ იცოდეს საზოგადოებამ და არც ერთ თემაზე საუბრის პრობლემა და კომპლექსი არ ჰქონია. დანარჩენი კი ოთხშაბათს მოისმინეთ. განო ძლიერი და სამართლიანი გოგოა."-ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ოთხშაბათს, "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლის, განო მელითაურის პირველი ინტერვიუ იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, თუ რამ გამოიწვია ყველასთვის საყვარელი მსახიობის უეცარი სიკვდილი.

კოტეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოების უმეტესი ნაწილის აზრი ერთგვაროვანი იყო... ყველა ფიქრობდა, რომ თოლორდავა ნარკოტიკების ჭარბი დოზით გარდაიცვალა, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო მისი ნარკოდამოკიდებულება, რასაც მსახიობი არასდროს არ მალავდა. ამიტომ განო მელითაურს სურს, რომ გაფანტოს ყველას ეჭვი და ყველამ გაიგოს სიმართლე, რომ კოტეს გარდაცვალება ნარკოტიკებს არ უკავშირდება. არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ კოტეს სიკვდილის მიზეზი ინფარქტი იყო.


შეგახსენებთ, რომ მსახიობი კოტე თოლორდავა ფილმის გადაღებების გამო იმყოფებოდა მოსკოვში და იგი ამა წლის 11 აპრილს, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

image

0
502
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0