x
image
ციცი
Mediator image
ირინა სარიშვილი მანანა კობახიძეს და "ქოცმადიდებლებს" მიმართავს-"მაინცდამაინც სექსის თემას უნდა უკავშირდებოდეს სისულელე, რომ შეგრცხვეს და ბოდიში მოიხადო?!"

image
ირინა სარიშვილი მანანა კობახიძეს და "ქოცმადიდებლებს" მიმართავს და ვრცელ სტატუსს ავრცელებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:

"მანანა კობახიძე ბოდიშს იხდის სოსო ჯაჭვლიანის გამონათქვამების გამო...
მოიცა და თვითონ ნაკლები სისულელეები აქვს ნათქვამი?! ან სხვებს?!
თუ ვინმეს გონია, რომ მაინცდამაინც სექსის თემას უნდა უკავშირდებოდეს სისულელე, რომ შეგრცხვეს და ბოდიში მოიხადო?!
ღარიბაშვილის სისულელეებზე;
ივანიშვილის სისულელეებზე;
და ვისიც გინდა, ყველას ვერ ჩამოვთვლი – ამაზეც მანანა კობახიძე მოიხდის ბოდიშს?!
მესამე წელს ჯიბეს დაეტყობა, ეს წამოცდენა იყო, შემეშალაო;
პარლამენტი საწარმოაო;
ყველა დანაპირები შესრულებულიაო;
200–300 მეტრით საზღვრის გადმოწევით დიდი ფული არ იშოვებაო.....
ეს მარტო ამ 2 კვირაში რაც ითქვა და ისიც ნაწილი მხოლოდ...
ამაზე ბოდიშს ვინ იხდის?!!!
თუ ქალბატონ მანანას ან ვინმეს მანდ გონია, რომ მაინცდამაინც იბიარდი და @@@ უნდა გაერიოს თემაში, რომ თავი აღარ გამოგეყოფოდეს?!
და ვინც კიდევ ამ უსირცხვილოებს და უტვინოებს ეფარებით, თქვენი საქციელი სისულელე არაა?!
თქვენ გეკითხებით, ქოცმადიდებლებო, რომ დაგიღიათ პირები და აღარ იცით, ვის როგორ მოწმინდოთ პირი თუ უკანალი!!!
სხვადასხვა ღირებულების ფიშკებივით, რომ გადადიხართ ხელიდან ხელში ყველა არჩევნებზე, აღარ მოგბეზრდათ?!
ესენი თავის საქმეს აკეთებენ და თქვენ რა?!!!
გეტყოდით რაც!
სტატუსი: დილის გამამხნევებელ–გამოსაფხიზლებელია
დავბრუნდი პარიზიდან..."image შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძემ ბოდიში მოიხადა მსახიობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტში უხამსი შინაარსის გამონათქვამების გამო:

"ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს... პირიქით, მავალდებულებს კიდეც... მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს ცდება(თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას)... ვწუხვარ რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა ვერ შევძელი მისი შეჩერება, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით, დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების!"

0
466
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0