საზოგადოება თინა მახარაძე-"საბედისწერო შეცდომა, რომელიც გურანდას ფასად დამიჯდა." "გურანდა თავისი ინიციატივით არ წასულა ჩვენგან...(+ თინას მხარდამჭერი საზოგადოება) 2015, 24 ივლისი, 19:24 მსახიობმა გურანდა გაბუნიამ გია ჯაჯანიძის შოუში "სხვა რაკურსში", ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა მან ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები". შეგახსენებთ, რომ ქალბატონი გურანდა ანკას, რომლის როლსაც თინა მახარაძე ასახიერებს, ბებიის როლს თამაშობდა. როგორც მან აღნიშნა, სერიალი მან სწორედაც, რომ თინას უცენზურო ლექსიკის გამო დატოვა. ამასთან დაკავშირებით, მემე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს იმ სერიის ფრაგმენტს, სადაც იგი ყოფილ ქმარს უცენზურო სიტყვით მიმართავს და შემდეგი სიტყვები დააწერე: "საბედისწერო შეცდომა, რომელიც გურანდას ფასად დამიჯდა." ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი: " ღრმა არისტოკრატული სიტყვებით უნდა გამოელანძღა ალბათ ქმარი? მემგონი მართლა არაა საშველი?" " საბჭოთა კავშირის ნაფტალინის სუნი მცემს და საშინლად გამაღიზიანა ხსენებულმა "ქალბატონმა" თავისი ამპარტავნობით და უგნურობით! მომიტევონ მისმა თაყვანისმცემლებმა!!!" "გურანდა რატომ მოიწვიეს ამ სერიალში, ის მიკვირს. ამ ქალის წასვლით დიდი არაფერი დაგიკარგავთ..." "ამ გოგომ პირველად თქვა ეს სიტყვაა?? რატომ განაწყენდა და გაუკვირდა გურანდას? "ახლა არ მითხრათ ამ მტვერდადებულ ინტელიგენციას ეს სიტყვა არასდროს უთქვამთ და არ გაუგონიათო... თანაც ეს რეალობაა-სწორედ ასეთ სიტყვებს ისმენენ ბავშვები მშობლების ჩხუბის დროს... ასე, რომ ქალბატონო გურანდა, პაჟალუსტა პრასწიწე ნო ია ნე პანიმაიუ შტოტი ხოჩიშ??" "აი, მე თუ მკითხავთ ყველამ თავის როლს ჯობს მიხედოს, პირად ცხოვრებაშიც და სერიალშიც. და ფრთა შესხმული ანგელოზებივით ნუ გამოფრინდებიან ხოლმე, ნურც მსახიობები და ნურც თაყვამისმცემლები. როლია, მსახიობია, სცენარია და დღევანდელი რეალობა!! ჩცდ არის ყველაზე ნაღდი სერიალი ქართულ ტელესივრცეში, სადაც დღევანდელი საქართველო და სიტუაციაა. ამის გამო მუდამ იქნება ომი, თავიანთ თავებს ცნობენ და უტყდებათ..." " გურანდა მიზეზს ეძებდა სერიალიდან გასაქცევად. მე რომ შემხვდა იმედზე რეკლამისას დაიწუწუნა, ჩემი სერიალი არ არისო. ის მოსწონდა, მაესტროზე რომ გადიოდა, გოგოლა კალანდაძე თამაშობდა, დამავიწყდა სახელი..." " გურანდა რაღა დაგიმალოთ და შიზოიდია, სახელმწიფომ უნდა აიღოს მისი მკურნალობის ხარჯები თავის თავზე..." ასე გამოესარჩლენ მსახიობ თინა მახარაძეს. მან კომენტარში ისიც კი აღნიშნა, რომ გურანდა სერიალიდან თავისი ინიციატივით არ წასულაო: " ასე იყო თუ ისე, რაღა დაგიმალო და გურანდა თავისი ინიციატივით არ წასულა ჩვენგან..." 2571 2-ს მოსწონს
|