სხვა ცხოვრებისეული გაკვეთილები, იგავების სახით - იგავი მეეზოვესა და Microsoft - ზე 2015, 24 ივლისი, 17:33 ერთხელ უმუშევარი მივიდა Microsoft-ის კომპანიაში გასაუბრებაზე, მეეზოვის თანამდებობაზე მოსაწყობად. კადრების განყოფილებაში მას შეკითხვები დაუსვევს და საუბრის ბოლოს, ელ. ფოსტის მისამართის დატოვება სთხოვეს, მომავალში მასთან დასაკავშირებლად. - რა იმეილი?! - უპასუხა მამაკაცმა - მე კომპიუტერიც კი არა მაქვს... - მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია რომ დაგასაქმოთ, რადგან თქვენ, ვირტუალურად არ არსებობთ. - უპასუხეს მას. განაწყენებული მამაკაცი გამოვიდა კომპანიიდან. მას ჯიბეში მხოლოს 100 დოლარი ჰქონდა და არ იცოდა რა უნდა კეთებინა. ბოლოს, ერთი იდეა მოუვიდა თავში. ის ბაზარში წავიდა, იყიდა ვაშლი, გარეცხა და დაიწყო ამ ვაშლის გამვლელებისთვის შეთავაზება. რამოდენიმე საათის შემდეგ, თავისი კაპიტალი გააორმაგა. კიდევ იყიდა ვაშლი, გაყიდა და ისევ ორმაგი მოგება ნახა. დღის ბოლოს, მას უკვე 1 000 დოლარი ჰქონდა და მიხვდა კაცი, რომ ასეთი შემოსავლით ცხოვრება შეიძლებოდა. რამოდენიმე წლის შემდეგ, მან მანქანა იყიდა, შემდეგ, ვაშლის მიმწოდებელი კომპანია გახსნა, ხოლო კიდევ რამოდენიმე წლის შემდეგ, ის უკვე სურსათის მაღაზიების ქსელის მფლობელი იყო. და აი, გამდიდრებულმა კაცმა გადაწყვიტა თავის და ოჯახის ყველა წევრის სიცოცხლის დაზვევა. ის მოელაპარაკა სადაზღვევო აგენტს და როდესაც მას ემშვიდობებოდა, აგენტმა იმეილის მიცემა სთხოვა. - არა მაქვს იმეილი, მე კომპიუტერიც კი არა მაქვს. არა მჭირდება მე ის... - არ არსებობს! - გაუკვირდა აგენტს, - თქვენ მდიდარი ხართ, ასეთი ბიზნესი გაქვთ და იმეილი როგორ არა გაქვთ? წარმოიდგინეთ, რა სიმაღლეებს მიაღწევდით და ვინ გახდებოდით, თქვენ რომ ის გქონოდათ! - წარმოდგენა არ მჭირდება, ზუსტად ვიცი, მეეზოვე გავხდებოდი - უპასუხა მას ბიზნესმენმა. 242 5-ს მოსწონს
|