x
image
მოზამბიკელი
პუტინის შეთავაზება ბერლუსკონს

image













რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს, რომ სილვიო ბერლუსკონის რუსეთის მოქალაქეობა მისცეს და ეკონომიკის მინისტრობას სთავაზობს.ამის შესახებ იტალიელმა მილიარდერმა და პოლიტიკოსმა, სილვიო ბერლუსკონმა განაცხადა. "იტალიაში, მე უკვე დამიქვეითდა რეიტინგი, მაგრამ პუტინმა მითხრა, რომ მზად არის, მომცეს მოქალაქეობა და დამნიშნოს ეკონომიკის მინისტრად ". წერს გაზეთიLa stampa

"ჩემი მომავალი? გავხდები მინისტრი ჩემი მეგობარი პუტინის თხოვნით, " ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას 78 წლის იტალიის ყოფილმა პრემიერმა.
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინის შეთავაზება უფრო სიმბოლური იყო ვიდრე რეალური და მხოლოდ მხარდაჭერას გამოხატავდა ძველი მეგობარის მიმართ. "ამ შემთხვევაში ეს იყო მეგობრული ჟესტი პუტინის მხრიდან და ოფიცალურ დონეზე ამ საკითხის გადაწყვეტას არ უნდა ველოდეთ" განაცხადა პესკოვმა.

პუტინს და ბერლუსკონს დიდი ხნის მეგობარობა აკავშირებთ.


რომში ვიზიტის დროს, პუტინმა ბერლუსკონთან ერთად შაბათი დღე ულამაზეს

ალტაის მთებში გაატარა.

შეგახსენებთ რომ ბერლუსკონი ბოლო პერიოდში სკანდალებით გამოირჩევა, ცოტა ხნის წინ მას არასრულწლოვან მოცეკვავე გოგონასთან სქსობრივ კავშირში ადანაშაულებდნენ, მაგრამ სასამართლომ იგი გაამართლა, როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბერლუსკონმა არ იცოდა, რომ გოგონა არასრულწლოვანი იყო.



2
293
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
293
  
2015, 24 ივლისი, 12:41
გავაზიარე
0 1 2