სხვა როგორ გამოვიცნოთ როდის იტყუება ადამიანი - დაიმახსოვრეთ ეს 3 ნიშანი! 2015, 23 ივლისი, 14:53 „ყველა იტყუება!“ - ექიმი ჰაუსის ეს ცნობილი ფრაზა ჩვენი სტატიის დასაწყისის თვის ნამდვილად გამოდგება. ზოგჯერ ტყუილის დროული აღმოჩენა ბევრ უბედურებას აგვარიდებს თავიდან. გასაკვირი არ არის, რომ სამყაროში, სადაც დროდადრო ერთმანეთს ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ატყუებენ, საკუთარი თავისადმი ნდობაც კი ძნელი ხდება. და მაინც, ფსიქოლოგებს თუ ვენდობით, სულ რამდენიმე ნიუანსის ცოდნაა საჭირო იმისათვის, რათა გავარკვიოთ, როდის იტყუება და როდის ამბობს მართალს ადამიანი. აი, ის სამი ჯადოსნური ნიშანი, რომლებიც გიჩვენებს, უნდა ენდოთ თუ არა კონკრეტულ მომენტში თანამოსაუბრეს. 1. ცვლილება სხეულის ენაში. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანებს შორის შეტყობინებათა 55% გადაიცემა არავერბალური კომუნიკაციით ანუ სხეულის ენით. ამიტომ კარგი იქნება, თუ გვეცოდინება იმის „გაშიფვრა“ და ამოცნობა თუ როდი გვატყუებს თანამოსაუბრე. ტყუილის ნიშნები: თვალებს ახამხამებს ჩვეულებრივზე ხშირად (ცდილობს იყოს უფრო მეტად დამაჯერებელი) ; თავს არიდებს თვალებში ყურებას (გაუცნობიერებლად გრძნობს თავს დამნაშავედ); საუბრის დროს ხელს იკიდებს პირის არეზე (ქვეცნობიერად „უკრძალავს“საკუთარ თავს ლაპარაკს); ლაპარაკობს ჩუმად და თვალებს თითქმის არ ახამხამებს (ცდილობს ძალით შეინარჩუნოს სიმშვიდე); სწრაფად აქანავებს თავს. 2. ცვლილება საუბრის ტონსა და ხმაში დამტკიცებულია, რომ მთელი ინფორმაციის 38%ს ადამიანი გადასცემს პარავერბალური კომუნიკაციით ანუ საუბრის ტონით, ხმით, სისწრაფით. მატყუარები ხშირად ძალიან სწრაფად საუბრობენ ან პირიქით, სპეციალურად „უკიდებენ“ ენას. ამას გარდა, თუ თანამოსაუბრის სიტყვა დატვირთულია ბევრი უსარგებლო დეტალითა და შორისდებულით - გაფრთხილდით, დიდი ალბათბაა, რომ გატყუებენ! გარდა ამისა, მატყარა ხშირად ავლენს ნერვიულობის, შფოთვისა და შიშის ნიშნებს ისეთ სიტუაციაში, როცა ამის მიზეზი არ არსებობს. ასე რომ, თუ მეგობარს შეეკითხებით: „დღეს სად იყავი?“ და ის დაიწყებს ჩვეულებრივზე სწრაფად ლაპარაკს, სავარაუდოდ რაღაცას გიმალავთ. 3. ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ალბერტ მეგრაბიანის კვლევებმა აჩვენა, რომ ერთმანეთს მთელი ინფორმაციის მხოლოდ 7%-ს გადავცემთ სიტყვების საშუალებით. ამიტომ, თუ ეჭვი გაქვს ვინმეზე, რომ გატყუებთ, შეეცადეთ შეიტყოთ როგორ გრძნობს თავს კონკრეტულ მომენტში მისი...კუჭი ან გული. თუ მეუღლე გიყვებათ, რომ მთელი დღე სათევზაოდ იყო და საუბრის დროს პულსი გახშირებული აქვს და რატომღაც ტუალეტშიც ხშირად გარბის, ჩათვალეთ, რომ მოგატყუათ. ყოველივე ამის შემდეგ, პირველი შეკითხვა, რომელიც თავისდაუნებურად გვიჩნდება, არის: „როგორ დავიმახსოვროთ ეს ყველაფერი?“ საკმარისია უბრალოდ უფრო მეტად დააკვირდეთ თქვენს თანამოსაუბრეს. თუ დაიწყებთ გაცნობიერებულად დაკვირვებას თანამოსაუბრის გაუცნობიერებელ მოქმედებაზე, მალე ისწავლით სხვა ადმიანების „წაკითხვას“ და სიყალბის გამოვლენასაც შეძლებთ. 5183 13-ს მოსწონს
|