x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე ტექნიკურად მაღალგანვითარებული ქვეყანა მსოფლიოში
დღესდღეობით ბევრი ქვეყანა აქტიურად ცდილობს გამოიყენოს მაღალი ტექნოლოგიები, იმისთვის, რომ გააუმჯობესოს თავიანთი მოქალაქეების ცხოვრების დონე.


ქვეყნის განვითარების მაღალ დონეს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მათგან უპირველეს ყოვლისა კი პოლიტიკური და ეკონომიური სტაბილურობაა.


1-იაპონია-ამ ქვეყანაში ყველა სფეროს განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, მათ შორის კი უპირველეს ყოვლისა საავტომობილი, რობოტოტექნიკა, ელექტრონიკა, მშენებლობა, მეტალურგია და მრავალი სხვა.


იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში განათლებისა და მეცნიერების დონის მიხედვით.


image

2-აშშ-ამ ზესახელმწიფოს მოწინავე ადგილი უკავია კოსმოსის და სამხედრო ტექნოლოგიის ათვისებაში.ლიდერია ტელეკომუნიკაციებში და ფარმაკოლოგიაში.

image
3-სამხრეთ კორეა-სწორედ ამ ქვეყნის წყალობით იცნობს მსოფლიოს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა LG, Samsung ან Hundai.ამასთანავე სამხრეთ კორეელ მკვლევარებს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ნანოტექნოლოგიის და რობოტტექნიკის განვითარებაში.ქვეყნის მთავრობა აფინანსებს მსხვილ ნაციონალური პროგრამებს, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე მუშაობენ.

image

4-ისრაელი- ამ ქვეყნის ექსპორტის 35% ხმარდება ტექნოლოგიური პროდუქტების სფეროს.ამ პატარა ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა განვითარებული მედიცინა, აქვთ უძლიერესი სამხედრო შეიარაღება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ჰუმანური განვითარებით, პრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი რანგით პირველია.ამავე ქვეყანაში არის მსოფლიოში უდიდესი ელექტრო ავტომობილების დატენვის ქსელი.

image5-გერმანია-ეს ქვეყანა არა მარტო Mercedes-Benz, Audi, BMW ან Volkswagen-ის სამშობლოა(თუმცა ესეც საკმარისია), ეკონომიკის განითარებით მას მხოლოდ აშშ და იაპონია ასწრებს.გერმანიაში მაღალ დონეზეა განვითარებული ქიმიური მრეწველობა და აგრობიზნესი, აგრეთვე ნანოტექნოლოგია.გერმანია აქტიურად მუშაობს კოსმონავტიკის განვითარების სფეროშიც.

image


6-კანადა-ეს ქვეყანა იმით გამოირჩევა, რომ აქ მიმდინარეობს ურთულესი სამრეწველო ბიოტექნოლოგიური კვლევები.მთლიანი შიდა პროდუქტის 1, 8% ხმარდება სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო ცდებს.

image7-დიდი ბრიტანეთი-ამ ქვეყანას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ორთქლმავალს, ელექტროძრავას, ნათურას, ინტერნეტს და სხვა.

ბრიტანეთში მაღალ დონეზეა განვითარებული საავიაციო, საავტომობილო მრეწველობა, გემთმშენებლობა, ფარმაკოლოგია და სხვა.

image


8-ჩინეთი-მასთან ერთად შეიძლება ტაივანიც მოვახვედროთ რეიტინგში.ქვეყანა რომელიც წარმატებით განაგრძობს ტექნოლოგიების ათვისებას თითქმის ყველა სფეროში.მათმა ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა Lenovo, Huawei, Acer, Asus, BBK, BenQ, D-link, Gigabyte, HTC და სხვა ღირესული ადგილი დაიკავეს მსოფლიო ბაზარზე.

image

9-ფინეთი-ამ პატარა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონეა.სახელი გაითქვა ჯანდაცვის მოქნილი სისტემით.მაღალ დონეზეა განვითარებული ბიოლოგია, ბიოენერგეტიკა და ეკოლოგია.გემთმშენებლობით და ავეჯის წარმოებით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში.

image

10-სინგაპური-მაგალითი იმისა, რომ ღატაკი ქალაქი-სახელმწიფო როგორ შეიძლება იქცეს მოქნილი პოლიტიკის და კანონების წყალობით მსოფლიოში ყველაზე გავითარებულ საზოგადოებად და მაღალტექნოლოგიურ სტრუქტურად.ამ ქვეყანაში ყველაზე ჩქარი ინტერნეტია მსოფლიოში და ყველაზე მოხერხებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

image

1
1265
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1265
  
2015, 23 ივლისი, 18:44
სინგაპური მართლაც საღოლ.....მალადეც რა
0 1 1