კინო სად იღებენ "სამეფო კარის თამაშებს?" 2015, 22 ივლისი, 23:29 ყველასთვის ცნობილი ტელესერიალს Game Of Thrones- ანუ სამეფო კარის თამაშებს
ოცოდით თუ არა სად იღებდნენ? თუ არა მაშინ ამ სერიალის ფანებს ამ სტატიის
საშუალებით გეცოდინებათ ის ქვეყნები, სადაც ამ საინტერესო სერიალს იღებენ.
ესენია: 1. მეფის სადესანტო ქალაქ დუბროვნიკში, ხორვატია 2. ვოლანტისი, ესპანეთი 3. პენტოსი, მაროკო 4. ვინტერფელი, შოტლანდია 5. არენა პლასა-დე-ტოროს-დე-ლა-მაესტრანსა, სევილია. ესპანეთი 6. იუნქეი. მაროკო 7. დედაქალის მახლობლად მდებარე ტყეები, ჩრდილოეთ ირლანდია 8. კუნძული გოძო, მალტა 9. ლორდსპორტის ნავსადგური. ჩრდილოეთ ირლანდია 10. მირინი. ხორვატია 11. ასტაფორი. მაროკო 12. ბრავოსი, შიბენიკი. ხორვატია და ბოლოს... 14. ულამაზესი კუნძული, ისლანდია როგორც იცით ამ სერიალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. სერიალს საქართველოშიც ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს და ახალი სეზონის დაწყებას ყველა მოუთმენლად ელოდება ხოლმე. დამატებით ამ სტატიაში სამეფო კარის თამაშების შესახებ მინდა გითხრათ საინტერესო ფაქტები: 1. 2012 წელს 150-ზე მეტმა ოჯახმა დაარქვა თავის გოგონას ხალისე. 2. აშშ-ში, ასევე, პოპულარული გახდა ქალის სახელი არია. 3. მსახიობმა გვენდოლინ ქრისტიმ, რომელიც ბრიანას როლს ასრულებს, თავისი დაბადების ზუსტი რიცხვი არ იცის. 4. ძაღლი, რომელმაც სანსა სტარკის მგლის როლი შეასრულა, მსახიობმა სოფი ტერნერმა სახლში წაიყვანა. მას ზუნი დაარქვეს 5. მსახიობი უნა ჩაპლინი, რომელიც რობ სტარკის მეუღლის, ტალისას, როლს ასრულებს, – ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილია. 6. ხოლო ჰარი ლოიდი, რომელიც პირველი სეზონიდან ვიზერის ტარგარიანის როლით გეცნობათ – მწერალი ჩარლზ დიკენსის შვილთაშვილი. 7. ტეონ გრეიჯოის როლის შემსრულებელი ალფი ალენი – პოპულარული მომღერლის, ლილი ალენის, ღვიძლი ძმაა. მან სიმღერაც კი დაწერა იმაზე, რომ ალფი სულ ეწევა. 8. დოტრაკიული ენა ფილოლოგებმა სპეციალურად სერიალისთვის მოიგონეს. მასში 3000 სიტყვაზე მეტია. მის შესაქმნელად გამოიყენეს რუსული, თურქული, ესტონური, ინუკტიტუტი და სუაჰილის ენა. 9. ჯორჯ მარტინმა უკვე გადაწყვიტა როგორ დამთავრდება საგა და ამის შესახებ სერიალის პროდუსერებს უამბო. იმ შემთხვევისთვის, თუ წიგნების დასრულებას ვერ მოასწრებს. 10. ფილმის ავტორს აწერენ ტერმინის „სექსპოზიცია“ შექმნას. ეს ის დროა, როცა სიუჟეტში მნიშვნელოვანი მომენტები ხდება, ხოლო ეკრანზე კი სექსს გვაჩვენებენ. სტატიის ავტორი:ალექსი აბდიევი 9. 709 14-ს მოსწონს
|