x
image
K.P.
"მამულიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამდე შენთვისაც კი არ მითქვამს"-რას გვიამბობს მაია რჩეულიშვილი?

image
კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩას დაჭერის ფაქტმა სრულიად შოუბიზნესი შეძრა. ზოგიერთები თანადგომას უცხადებენ წყვილს, რომელთა ცხოვრებაშიც ახლა ძალიან მძიმე ეტაპია, ზოგი კი დუმილს ამჯობინებს. მამულიჩას დაკავების ფაქტს ეხმაურება ბიზნესმენი მაია რჩეულიშვილი: "მამულიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამდე შენთვისაც კი არ მითქვამს- შენ ხარ საუკეთესო მენეჯერი, ვისთანაც კი მიმუშავია. შენ დაგვაყენებინე ფეხზე ავიოკომპანია "ლიდია" და "რესტორანი "ევროპა" და ისეთ შემოსავალზე აიყვანე, ცენტრ-პოინტის ნებისმიერ ობიექტს, რომ უცებ დაამთავრებდა: 120 000 ლარს (მაშინ ეს 100 000 $ იყო!) თვეში მხოლოდ ერთ რესტორანს აწერინებდი! შენნაირი ძლიერი ადამიანები ნებისმიერი განსაცდელიდან კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოდიან!"

ვახტანგ და მაია რჩეულიშვილებამ ორი დღის წინაც გამოხატეს თანადგომა მომღერლისა და მისი პროდიუსერის მიმართ: "მამულიჩ და ლელა გვიყვარხართ! უფალი განსაცდელს გვივგზავნის გადასარჩენად, ყვლაფერი მოგვარდება და ცოტა ხანში ჩვენი მოუსვენარი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდად გაგვახსენდება. ნითუმეტეს რომ შენნაირი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი კაცი ჩვენ ცოტა ვინმე თუ შეგვხვედრია და ეს მთელმა თბილისმა იცის! ვახო და მაია". image

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, გამთენიისას კახა მამულაშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0, 2048 გრ. მამულიჩს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. image

0
1421
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0