x
image
K.P.
"ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს"-მამულიჩა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

image
ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი იგივე მამულიჩა
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

გუშინ პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა, დღეს კი წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ პროკურატუის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კახა მამულაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მამულიჩას გათავისუფლებას გირაოს თანხის სანაცვლოდ ითხოვდა, რომელიც 10000 ლარს შეადგენდა.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე კახა მამულაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერს ნანობს. მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალებები რამდენჯერმე, საზღვარგარეთ გაუსინჯავს, თუმცა მათი ქვეყანაში შემოტანა არასდროს უცდია. "ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს"-განაცხადა კახა მამულაშვილმა. სასამართლო პროცესზე ოჯახის წევრები და ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ახლობლების ნაწილი მიიჩნევდა, რომ საქმე დიდ გაუგებრობასთან გვქონდა, მეორენი კი მამულიჩას წესიერ ადამიანად მოიხსენიებდნენ და აღშფოთებას ვერ მალავდნენ. ერთ-ერთი გავრცელებული ვარაუდის თანახმად მას ეს ყველაფერი მოუწყვეს. როგორც სასამართლო პროცესების უმრავლესობა, დღევანდელ პროცესსაც არ ჩაუვლია ცრემლების გარეშე. როგორც ჩანს, ახლობლები მამულიჩას გათავისუფლებას ელოდნენ. შემდეგი სასამართლო სხდომა ორი თვის შემდეგ გაიმართება. imageimage

0
424
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0