x
image
K.P.
"ის მეორე ქალია ჩემს ცხოვრებაში, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ"-როგორ ულოცავს ირაკლი კუტალაძე ქალიშვილს დაბადების დღეს

image
იშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება, იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა რამდენიმე თვეში მოასწრო. ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გაუძლო. წყვილს ერთი ქალიშვილი პატარა ელენე ჰყავს, რომელსაც 2 წელი შეუსრულდა. გოგონას დაბადების დღე აგარაკე აღნიშნეს, სადაც პატარებმა ზღაპრის გმირებთან ერთად მოილხინეს. დაბადების დღეს ულოცავს ქალიშვილს ირაკლი კუტალაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: "დღეს ჩემი პატარა პრინცესას ელენე კუალაძის დაბადების დღეა. მინდა, რომ მან ყველაფერში აჯობოს მშობლებს, იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. p.s. ის მეორე ქალია ჩემს ცხოვრებაში, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ, რა თქმა უნდა, დედაჩემის შემდეგ".

"ჩემი გოგო ორი წლის გახდა"-წერდა ნინი სოციალურ ქსელში. პატარა იუბილარმა დედის მეგობრებისაგან ბევრი მილოცვა მიიღო. image

ელენე დედასთან ერთად იზრდება თბილისში, მამას სოციალური ქსელით ეკონტაქტება და მასთან ერთადაც ისვენებს ხოლმე. "ეს ნამდვილად იყო გიჟური სიყვარული და გადარევა, რადგან ადამიანს კარგად არვიცნობდი და ცოლად მაინც გავყევი. მჯეროდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ სხვა რამეა, როდესაც ოჯახური თანაცხოვრება იწყება. მე და ირაკლი არ ვმეგობრობთ, თუმცა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს შვილის გამო. ძალიან კარგი მამაა. მიხარია, რომ ელენეს ასეთი მამა ჰყავს. მეგობრობენ"-გვიამბობს ნინი. საზოგადოების ნაწილი იმედოვნებს, რომ წყვილი შერიგდება. ნინის მტკიცებით კი სავარაუდოდ არ შერიგდებიან და მეტიც, მოხარული იქნება თუ მისი ყოფილი ქმარი კარგ ოჯახს შექმნს.

ვულოცავთ პატარა ელენეს 2 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ. imageimage

0
5889
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
5889
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0