x
image
natia.a
როგორ გავაძლიეროთ Wi-Fi-ს სუსტი სიგნალი - ფოტოგაკვეთილი

თუ თქვენი Wi-Fi ანტენა სიგნალს საკმაო მანძილზე ვერ გადასცემს, თქვენ თავად შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოაგვაროთ ეს პრობლემა. ამისათვის საჭიროა ხელნაკეთი მოწყობილობის შექმნა, რაშიც ქვემოთ მოცემული ფოტოგაკვეთილი დაგეხმარებათ.

1. გარეცხეთ კარგად ალუმინის ქილა.
image


2. მოაძვრეთ ხუფის სახელური.
image

3. მოაჭერით ძირი.
image

4. მოაჭერით ზედა ნაწილიც, ოღონდ მთლიანად არა, დატოვეთ მცირე ადგილი გაუჭრელი, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
image

5. გაუჭრელად დატოვებული ადგილის საპირისპირო მხრიდან ქილა გაჭერით მთელ სიგრძეზე და გაშალეთ ანტენის მსგავსად.
image

6. პლასტილინის საშუალებით მიამაგრეთ როუტერზე ისე, რომ როუტერის ანტენა ქილის თავზე არსებულ ხვრელში გატარდეს.


image



7. სიგნალის გამაძლიერებელი მზადაა!
image

არ დაგავიწყდეთ მიმართოთ გამაძლიერებელი საჭირო მიმართულებით.

რა პრინციპით მოქმედებს?

სტანდარტულ ანტენას სიგნალის მიმართულების დიაგრამა მრგვალი აქვს. ქილის ზედაპირის საშუალებით დიაგრამა იცვლება და ხდება გარკვეულ მხარეს მიმართული. სპეციალისტების აზრით, ალუმინისგან დამზადებულ ამგვარ ანტენას შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს სიგნალი განსაზღვრულ ადგილზე, მაგალითად სახლში ან ეზოში.


0
5807
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5807
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0