საზოგადოება მამულიჩას დაკავებას ცნობილი ქართველები სოციალური ქსელით ეხმიანებიან 2015, 18 ივლისი, 20:44 შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნარკოტიკული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და მოხმარების ფაქტზე დააკავა ერთი პიროვნება, კახა მამულაშვილი. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება არის მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი მამულიჩა იგივე კახა მამულაშვილი. დაკავების ამსახველ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები პიროვნება ძალიან გავს მამულიჩას, თუმცა ლელა წურწუმია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ "კვირასთან" გაკეთებულ პირველ კომენტარში ირწმუნება, რომ ეს მისი მეუღლე არ იყო და მამულიჩა საქართველოში არც იმყოფებოდა: "არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავეს, იცით რამდენ კახა მამულაშვილს ვიცნობ? მე თავად ვიცნობ მეყვავილე კახა მამულაშვილს… ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება და გერმანიაშია..." ლელასგან განსხვავებით ქართველი ცნობილი პიროვნებები და მამულიჩას მეგობრები მის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმიანაებიან, სიყვარულს ეფიცებიან და მხარდაჭერას უცხადებენ. მომღერალმა ნინი ქარსელაძემ მამულიჩას "ფეისბუქის" კედელზე დაუპოსტა: "მე შენ მიყვარხარ... "მეც მიყვარხარ მამუ...-აღნიშნა კომენტარებში თიკა ჯამბურიამაც. სოფო სებისკვერაძემაც გულის სმაილაკით გამოხატა მამულიჩასადმი სიყვარული... პიანისტი თათია შარანგია წერს: "ჩემი ძმა ხარ, მიყვარხარ. მე შენს გვერდით ვიქნები სულ!" ასევე მამულიჩას დაკავებას ეხმიანებიან დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე, ნინო ორდენიძე, ნინო სუთიძე და სხვები. მომღერალი ნინა წკრიალაშვილი გაოგნებულია ამ ფაქტით და არ სჯერა მამულიჩას დაჭერის, რადგან მას იმდენად წესიერად მიიჩნევს, რომ "წესიერასაც" კი ეძახის. 2574 2-ს მოსწონს 2-ს არა
|