სხვა უკვდავი სტალინი 2015, 18 ივლისი, 9:06
მიუხედავად მისი ფიზიკური არარსებობისა, მიუხედავად მისი დიდი ხნის წინ გარდაცვალებისა, მიუხედავად იმ ყველაფრისა თუ არაფრისა, რაც მის სახელთან ასოცირდება, იგი კვლავ ცოცხალია! რატომღაც მეგონა, რომ მისი იდეოლოგიის ხალხი კანტიკუნტად თუ მოიძებნებოდა გორის მაცხოვრებლებში, მაგრამ მწარედ ვცდებოდი... ამის დაასტური ამ წლის 9 მაისის გადაწითლებული გორი და სტალინის მეხოტბე ხალხის აღტკინებული მსველეობა გახლდათ გორის ქუჩებში... გუშინ მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ კაფეში ყავას ვსვავდი და ნაყინს ვაყოლებდი, როცა უეცრად ჩვენს წინ უჩვეულოდ დიდი ზომის სტალინის სურთი გამოატარა ორმა მიმტანმა, გაკვირვებული მზერა გავაყოლეთ, ჩვენ უკან, კუპეში შეიტანეს, სადაც როგორც ჩანს კაცები ქეიფობდნენ, ორი წუთი არ იყო გასული, რომ ჩვენს სმენას, მრავალხმიანი სადღეგრძელოს ხმა მისწვდა: „სტალინს, გაუმააარჯოოოს!“ ერთმანეთს გადავხედეთ და კაფეში მყოფ სხვა სტუმრებსაც გადავავლეთ თვალი, რატომღაც მათ სახეებზე გაოცება ვერ ამოვიკითხეთ... უნებურად გავიფიქრე: „სტალინი წამოახედა ეხლა“. წინა მთავრობის დროს გორის ცენტრიდან აღებული სტალინის ძეგლი, მისი სახლ- მუზეუმის ეზოში უნდა დაედგათ, მაგრამ იმ დღის შემდეგ ეს ძეგლი თვალით არავის უნახავს... ბევრჯერ სცადეს მისმა მიმდევრებმა, ძეგლის დაბრუნება, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ბავშვობაში არაერთხელ შევსწრებივარ და გამიგონია, სუფრაზე დიდი განსხვავებულით შესმული სტალის სადღეგრძელო, ერთხელ ვიღაცას ვკითხე სადღეგრძელოს ცოცხალ ადამიანებზე ამბობობენ, სტალინი ხომ მოკვდა მეთქი, წარბაწეულმა და ცაში მზერა აპყრობილმა მიპასუხა: „ ვინ გითხრა რომ მოკვდა, დიდი ბელადი, ყოველთვის ცოცხალია.“ სტალინის სახლმუზეუმი და ეზო, ყოველთვის პოპულარული და მიმზიდველია ტურისტებისთვის, სიამაყით იღებენ ფოტოებს, სტალინის ბიუსტთან და ვაგონთან, რომლითაც “ ბელადი“ მგზავრობდა. მე, თუ მკითხავთ, მხოლოდ ერთი პლიუსი ჰქონდა ამ კაცს, ის რომ გორში დაიბადა... აბა სხვანაირად რომელიმე ტურისტს გორის არსებობა გაახსენდებოდაა? 440 4-ს მოსწონს
|