x
image
K.P.
"თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგ ანაფორიან კაზანოვას"-მარიამ მღებრიშვილი

image
გუშინ ინტერნეტსივრცეში მარიამ მღებრიშვილმა მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელშიც მისი და მამა იასონ შარიქაძის ურთიერთობა იყო ასახული. ახალი სკანდალიც აგორდა. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, მიმეგობრდება მამაო, შემოდის დიალოგში - მთხოვს მასთან მივიდე ტაძარში, რათა მოგვიანებით ერთად დავათვალიეროთ მიმდებარე ტერიტორია.. ეს არის ამაზრზენი და ყოვლად აუტანელი, მამა იასონი მამა დავითის ტაძარში მსახურობს, მთაწმინდაზე. მის ყველა მონაწერს ვერ დავდებ, მერიდება... მიდი და ჩააბარე აღსარება ასეთებს!!!-წერდა მარიამი სოციალურ ქსელში. მომხდარ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი გოგონას განიკითხივას, ზოგიც სასულიერო პირს.

როგორც ჩანს მარიამი მასზე აუგის მთქმელებმა ძალიან შეაწუხეს. "ჩემს გვერდზე დავდე ის, რაც არ მიმაჩნდა სწორად. მამაო სოციალურ ქსელში არ უნდა იხმობდეს გოგოებს წირვაზე და ეკითხებოდეს ფინანსურ მდგომარეობას და პირად ამბებს. საბოლოოდ ტელეფონის ნომერი მოითხოვა, როგორ თუ არ მივედი მასთან, გამიბრაზდა. უარყოფით კომენტარებს არც ვაქცევ ყურადღებას, ტყუილად იხარჯებით. აქ თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგ ანაფორიან კაზანოვას და არა მე! საკუთარი აზრის გამოთქმისა და დაფიქსირებოს უფლება ყველას აქვს, მათ შორის მეც. ვინც მაკრიტიკებთ და ამბობთ, რომ საერთოდ არ ვარსებობ - ვარსებობ! ან რამეს ვარ აცდენილი - ეს თქვენ ხართ აცდენილები. სანამ თქვენს ახლობელს არ შეეხება სხვისი გულთან არ მიგაქვთ, აი ეს არის თქვენი პრობლემა"-წერს მარიამი სოციალურ ქსელში.

"ასეთი გზით მოპოვებულ პოპულარობას რა ვუთხარი. მე რატომ მადანაშაულებენ სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები. მან ჩადგა ცოდვაში ფეხი და არა მე. მეც ისეთივე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, როგორიც ის ხალხი ვინც მე მადანაშაულებს და არანაკლებ მეტკინა გული ამ ფაქტზე"-განაცხადა მარიამმა ჩვენთან საუბრისას.image

2
535
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
535
  
2015, 17 ივლისი, 11:38
დებილკა!!!!!
2015, 16 ივლისი, 20:50
ორი შვილი ტყუპები გყავთ მიტოვებული დგე და ღამე ბარ რესტორნებში ატარებთ თქვენ დაუწყეთ პირიქით შებმა და ახლა თურმე ეკლესიის ბრალი ყოპილა ეს ამბავი შვილებს მიხედე მარო.
0 1 2