x
image
K.P.
ექსკლუზივი! მარიამ მღებრიშვილი მამა იასონთან ურთიერთობის დეტალებზე გვიამბობს: "მან ჩადგა ცოდვაში ფეხი და არა მე"
image
სულ რამდენიმე საათის წინ მარიამ მღებრიშვილმა მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელშიც მისი და მამა იასონ შარიქაძის მიმოწერაა ასახული. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, მიმეგობრდება მამაო, შემოდის დიალოგში - მთხოვს მასთან მივიდე ტაძარში, რათა მოგვიანებით ერთად დავათვალიეროთ მიმდებარე ტერიტორია.. ეს არის ამაზრზენი და ყოვლად აუტანელი, მამა იასონი მამა დავითის ტაძარში მსახურობს, მთაწმინდაზე. მის ყველა მონაწერს ვერ დავდებ, მერიდება... მიდი და ჩააბარე აღსარება ასეთებს!!!-წერდა მარიამი სოციალურ ქსელში. მომხდარ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი გოგონას განიკითხივას, ზოგიც სასულიერო პირს.


მარიამი ექსკლუზიურად intermedia.ge-სათვის მომხდარს იხსენებს და დეტალებზე გვიამბობს.


ხშირად იჩენდა თუ არა მამა იასონი თქვენთნ ურთიერთობის ინიციატივას და საიდან დაიწყო თქვენი ნაცნობობა?

"ფეისბუქზე" დამემატა და აქტიურად მწერდა. პასუხს, რომ არ ვცემდი კითხვის ნიშნებს მიგზავნიდა. სულ 5 დღე მყავდა დამატებული, ჯერ ვიფიქრე ეგებ უფრო უნდა რომ ეკლესიას დავუახლოვდეთქო, შემდეგ უკვე მაძალებდა, ტაძარში მოდიო. დალევა მიყვარსო, დაგათვალიერებინებ მთაწმინდასო, დავახლოვდეთ, ვიმეგობროდო. მერე ჩამეკითხა მანქანა მყავდა თუ არა, ბინა ჩემი იყო თუ არა. ვინმეს ვხვდებოდი თუ არა...


არ დაინტერესებულხართ, იქნებ მამაოს უკან სხვა პიროვნება იდგა, რომელსაც თქვენი გაცნობა უნდოდა?

კი, მაგრამ უამროვი ფოტო უდევს, მრევლი უკომენტარებს. დახურული აქვს უბრალოდ პროფილი. მეგობრებში, რომ მყავდა გადავხედე მის გვერდს, ეს არ არის ყალბი ფეისბუქი.

მიმოწერის გასაჯაროვების შემდგომ ხომ არ გამოგმაურებიათ?

არა, დამბლოკა.

მსგავსი შემთხვევა, ან რაიმე უსიამოვნო ფაქტი, სხვა სასულიერო პირთანაც გქონიათ, თუ ეს ერთადერთი შემთხვევაა?

ადრეც მწერდა ერთი მამაო, ის რასაც ქვია გადამეკიდა - შემდეგ ვუთხარი გამოვაქვეყნებ ამ მიმოწერასთქო, დამბლოკა და როგორც ჩანს საერთოდ გააუქმა "ფეისბუქი".

საზოგადოების ნაწილი ყველაფერში თქვენ გადანაშაულებთ და თვლიან, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციაა, მიმოწერა პოპულარობის მოპოვების მიზნით გამოაქვეყნეთ და ა.შ. რას უპასუხებიდით მათ?

ასეთი გზით მოპოვებულ პოპულარობას რა ვუთხარი. მე რატომ მადანაშაულებენ სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები. მან ჩადგა ცოდვაში ფეხი და არა მე. მეც ისეთივე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, როგორიც ის ხალხი ვინც მე მადანაშაულებს და არანაკლებ მეტკინა გული ამ ფაქტზე.

და ბოლოს, იქნებ თქვენს შესახებ გვიამობოთ, რამდენი წლის ხართ, სად მუშაობთ, ზოგადად რას საქმიანობთ და ა.შ.

ვარ 27 წლის, ვმუშაობ სარეკლამო კომპანიაში შეკვეთების მენეჯერად. ვარ მეუღლეს დაცილებული და ვზრდი 8 წლის ქალიშვილს - ანას.

უღრმესი მადლობა მარიამს გულახდილი ინტერვიუსათვის....

imageimageimageimageimageimage






0
1411
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0