საზოგადოება გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის მამამ კახეთში თავი მოიკლა 2015, 14 ივლისი, 15:08 კახეთში, კერძოდ კი ქალაქ თელავში შუა ხნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ირკვევა გარდაცვლილი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის მამაა. შეგახსენებთ ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდაა და დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულს ფსიქოლოგიური სტრესის გადატანა უწევდა, რასაც საბოლოოდ ვერ გაუძლო და თავის მოკვლა გადაწყვიტა. 36 2-ს მოსწონს
|