საზოგადოება სამმა მეგობარმა 14 წლის გოგონა გაუპატიურებისგან იხსნეს 2015, 14 ივლისი, 9:38 სამმა მეგობარმა შტატ მისურიდან ავტომობილი დააყენეს და ფეხით გაისეირნეს მდინარის პირას სპრინგფილდის მახლობლად.ამ დროს მათ ტყიდან მოესმათ განწირული კივილი.მეგობრებს ასარჩევად სამი ვარიანტი ჰჰონდათ, -ან გულგრილად გაცლოდნენ იქაურობას, ან კიდევ პოლიციისთვის დაერეკათ.ბიჭებმა მესამე ვარიანტი აირჩიეს, -ტყისკენ გაემართნენ დახმარების გასაწევად.
რადგან უკვე ღამდებოდა და ტყეში სიბნელე იყო ბიჭებმა გზის გასანათებლად მობილური ტელეფონები გამოიყენეს, ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩხრეკდნენ იქაურობას, სანამ საშინელი სურათი არ დაუდგათ თვალწინ. მამაკაცი მარტო ტრუსებში ზემოდან ეჯდა 14 წლის გოგონას, ხოლო გოგონა განწირული ფართხალებდა.ბიჭების დანახვაზე ახალგაზრდა კაცი წამოხტა და გაქცევა დააპირა, თუმცა ბიჭებმა იგი დააკავეს, ხელები გაუკავეს და პოლიციას გამოუძახეს. დამნაშავე აღმოჩნდა 22 წლის ქრისტოფერ მიულერი(Christopher Muller) მამაკაცი უარყოფდა ძალადობას, აღნიშნავდა, რომ არ ეგონა რომ გოგონა 14 წლის იყო, მას იგი 15 წლის ეგონა(ოოო, დიდი შეღავათია, 15 წლის თუ იყო ეს სხვა საქმეა!) რაც შეეხება მის მარტო ტრუსებში ყოფნას, მილერმა აღნიშნა, რომ მან მდინარეში იბანავა, აპირებდა საკუთარ ავტომობილში დაბრუნებას, მაგრამ მოულოდნელად უმიზეზოდ სამი უცნობი მამაკაცი დამესხა თავსო. საცოდავი გოგონა მომხდარის შემდეგ სტუპორულ მდგომარეობაში ჩავარადა(სტუპორი-გაშეშება, გაშტერება-სრული მოტორული შეკავება, გარეშე გაღიზიანებაზე რეაქციის უქონლობა. ფსიქომოტორული დათრგუნვის გამო ავადმყოფის უძრავი მდგომარეობა). 22 წლის ახალგაზრდა კაცს გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი.იგი შესაძლოა გირაოს, 250 000$-ის გადახდის შემდგომ პირობითი თავდებით გაანთავისუფლონ. 1527 5-ს მოსწონს 1-ს არა
|