საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი გია ჯაჯანიძეს მიმბაძველობაში ადანაშაულებს! 2015, 13 ივლისი, 19:53 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კოლეგას, გია ჯაჯანიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით აკრიტიკებს. "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" და "სხვა რაკურსი" ერთმანეთს დროში არ ემთხვევიან, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე კონკურენტები არიან. გადაცემებს შორის კონკურენცია საკმაოდ დიდია. ნანუკა კოლეგას მიმბაძველობაში ადანაშაულებს: "მახსოვს, პირველად ჩემი სახლი გავაკეთე. მერე სოფელში ჩავედი და კრიტიკა არ ცხრებოდა. სოფელზე ნაკლები იყო, ისევე როგორც ყველაფერ სხვა დანარჩენზე. თავიდანაა კბენები, მერე მაყურებელი ეჩვევა სიახლეს. თუმცა ვინც მერე ამას იმეორებს follow- ერია. ცუდი ფეიკი. ახლა ვფიქრობ ახალი რა გავაკეთო ახალ სეზონზე. ასეა, მე ვბაძავ ელენს და ოპრას, ვიღაცა სხვას, ვიღაც შენ, ვიღაც მას და ვიღაც კი უბრალოდ აკეთებს შიბაქს. წარმატებული დღე მეგობრებო. ძლივს ვისვენებ დღეს". (შეგახსენებთ, რომ გასულ გადაცემაში გია ჯაჯანიძემ ის სახლი გვანახა, სადაც გაიზარდა. გარდა ამისა, გადაცემა რეგიონებში სტუმრობას იწყებს, რასაც "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" წინა სეზონებში აკეთებდა.) გია ჯაჯანიძე კონკურენტის ბრალდებებს არ გამოხმაურებია. ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: "დამანგრეველ და გამანადგურებელ სტიქიას ადარებენ აგრესიას, ბოროტ გულისთქმას და შურისძიებას. როგორც სტიქია ანგრევს და ანადგურებს ბუნებას, ისე ანგრევს და ანადგურებს ადამიანის ორგანიზმს სიძულვილი, აგრესია, შური და ბოროტი გულითქმა. ანგრევს მომავალს, ანგრევს ბედნიერებას და სიყვარულს. დაინდეთ საკუთარი თავი. კეთილი განწყობა, სხვისი წარმატება, სიხარული, და სხვისი ბედნიერება, ყველაზე დიდი წამალია. არა ერთხელ იგემეს ადამიანებმა მწვერვალიდან უფსკრულში ვარდნა. ნუ იქნებით შემდეგი... უფსკრულის შემდეგ ქვესკნელია... უბედურებაა სხვის ჯიბრზე ბედნიერება... მართლა მედარდებიან ადამიანები... ვგულისხმობ კონკრეტულ ადამიანებს, ისინი ბევრნი არაიან. კეთილი ადამიანები აუცილებლად გააკეთებენ კომენტარს. დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის". 1152 2-ს მოსწონს
|