დღეს, როცა მსოფლიოში ამდენი ძალადობა და სისასტიკეა, ადვილად ვივიწყებთ ადამიანურ თანაგრძნობას, განსაკუთრებით საფრთხის პირისპირ. მაგრამ ქვემომოყვანილ ფტოებზე აღბეჭდლმა ადამიანებმა სიძულვილს სიყვარული, ბოროტებას - სიკეთე, სისასტიკეს კი - ადამიანურობა არჩიეს. ისინი მისაბაძი მაგალითები უნდა გახდნენ ყველასთვის, ამიტომ გადავხედოთ ამ ფოტოებს და გავიხსენოთ რა არის უბრალოდ ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა!
1. რიგითი ჯარისკაცი, დიკ ლ. პაუელი საკუთარ სადილს უნაწილებს მაწანწალა ძაღლს. კორეის ომი, 1951 წ.
2. ექიმი ჭრილობას უხვევს დაჭრილ ბავშვს. მეორე მსოფლიო ომი, 1944 წ.
3. ქრისტიანები იცავენ მლოცველ მუსულმანებს ეგვიპტის რევოლუციის დროს. ქაირო, 2011 წ.
4. რუს პოლიციელს მიჰყავს ბავშვი, რომელიც ტერორისტების მიერ დაკავებული სკოლიდან იქნა გამოყვანილი. ბესლანი, 2004 წ.
5. ქვეითი ჯარისკაცი ამშვიდებს მეგობარს. კორეის ომი, 1950-1953 წწ.
6. ბოსნიელი ჯარისკაცი ზრუნავს ევაკუაციის დროს გადარჩენილ ახალშობილზე. 1995 წ.
7. დემონსტრანტები ამშვიდებენ აღელვებულ პოლიციის ოფიცერს, ხოსელინო სევილიას საპროტესტო აქციის დროს, მანილა, ფილიპინები, 2013 წ.
8. გერმანელი ჯარისკაცი ჭრილობას უხვევს დაჭრილ რუს გოგონას. მეორე მსოფლიო ომი, 1941 წ.
9. ავღანელ ჯარისკაცს აფეთქების ადგილიდან გაჰყავს ატირებული ბავშვი, ავღანეთის ომი, 2001 -2014 წწ.
10. გერმანელი ჯარისკაცი თავის საკვებს უნაწილებს დედასა და მის შვილს. მეორე მსოფლიო ომი, 1941 წ.
11. ეგვიპტელები ხელს ართმევენ სამხედროებს, რომლებმაც უარი თქვეს მოსახლეობისთვის ესროლათ, ეგვიპტის რევოლუცია, 2011 წ.
12. ჟურნალისტი რეიმონდ უოკერი გარბის საფრანგეთში ბავშვით ხელში, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გადაარჩინა. 1936 წ.
13. გდრ-ის ჯარისკაცი იგნორირებას უკეთებს ბრძანებას არავის არ გაშვების შესახებ და ეხმარება ბერლინის კედლის მეორე მხარეს, ოჯახის გარეშე დარჩენილ ბიჭუნას მშბლებთან მისვლაში. 1961 წ.
14. ამერიკელი ჯარისკაცები აწვებიან მანქანას, რომელშიც ორი, მძიმედ დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცი ზის. 26 იანვარი, 1945 წ.
15. ჯოზეფ დუაიერს მიჰყავს დაჭრილი ბავშვი უსაფრთხო ადგილზე, ხანძრისგან მოშორებით. ერაყის ომი, 2003-2011 წწ.
16. ოფიცერ რაიან ლისა და მის დაჭრილ ძაღლს, ვალდოს სძინავთ იატაკზე. ორივე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ავღანეთის ომი, 2011წ.
17. ქალი იცავს დაჭრილ დემონსტრანტს სამხედრო ბულდოზერისგან. ეგვიპტე, 2013 წ.
18. სერჟანრი ფრენკ პრეიტორი აჭმევს პატარა კნუტს, რომლის დედაც სროლის დროს დაიღუპა. კორეის ომი, 1953 წ.
19. სამხედრო სანიტარს, რიჩარდ ბარნეტს უჭირავს ბავშვი, რომლის მშობლები სროლის დროს დაიკარგნენ. ერაყის ომი, 2003 წ.
20. ფრანგი ჯარისკაცი ეხმარება ესპანეთის სამოქალაქო ომიდან გამოქცეულებს. 1938 წ.
21. უკრაინელი ჯარისკაცი კოცნის შეყვარებულს რუსი სამხედროებით გარშემორტყმული ბაზის კარიბჭიდან, 2014 წ.
22. იორდანელი ჯარისკაცი ხელებს უთბობს სირიელ ბავშვს. სირიის სამოქალაქო ომი, 2013 წ.
23. მღვდელი ამშვიდებს დაჭრილ ჯარისკაცს სნაიპერების ტყვიებით გარემოცულ მოედანზე. ვენესუელა, 1962 წ.
24. ტუნისელი გოგონა ვარდს უწვდის ჯარისკაცს მას შემდეგ, რაც სამხედროებმა განაცხადეს, რომ უარს აცხადებდნენ დემონსტრანტებისთვის სროლაზე და დაიცავდნენ რევოლუციას. ტუნისის რევოლუცია, 2011 წ.
25. საფეხბურთო მატჩი ბრიტანელ და გერმანელ სამხედროებს შორის დასავლეთ ფრონტზე. 24 დეკემბერი, 1914 წ.
26. ამერიკელი ქალი ჯარისკაცი და ავღანელი გოგონა, ავღანეთის ომი, 2010 წ.
27. ჯარისკაცი თავის სასმელს და საჭმელს უნაწილებს სამ ბავშვს საიპანზე. 1944 წ.
28. გერმანელი ჯარისკაცები მაწანწალა კნუტს ეთამაშებიან. მეორე მსოფლიო ომი, 1943 წ.
29. გერმანელი ჯარისკაცები ეხმარებიან ჭაობში ჩაფლულ ფრანგს ვერდენში. პირველი მსოფლიო ომი, 1916 წ.
30. დემონსტრანტებს დაჭრილი პოლიციელი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. თურქეთი, 2013 წ.
31. ამერიკელი სამხედროები დაჭრილ ძაღლს მკურნალობენ. მეორე მსოფლიო ომი, 1944 წ.
32. ჯარისკაცი გოგონას ელაპარაკება. 2011 წ.
33. 18 წლის კეშია ტომასი იაცვს რასისტს გაშმაგებული ბრბოსგან. 1996 წ.
34. ჯარისკაცი ლეკვებს ეცნობა. ერაყის ომი, 2003-2011 წწ.
35. ამერიკელ ჯარისკაცებს ჰოლანდიელი გოგონები საცეკვაოდ მიჰყავთ. მერე მსოფლიო ომი, 1944-1945 წწ.
36. ადგილობრივ პაპუას ტომის წარმომადგენელს სტეპიდან გამოჰყავს დაჭრილი ავსტრალიელი ჯარისკაცი. მეორე მსოფლიო ომი, 1942 წ.
37. საბჭოთა ჯარისკაცი სიგარეტს უწილადებს გერმანელ ტყვეებს. მეორე მსოფლიო ომი, 1943 წ.
38. მღვდელმა ცოცხალი ფარის ორგანიზება მოახდინა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის. მაიდანი. 2013 წ.
39. ამერიკელი ჯარისკაცები ცდილობენ დაამშვიდონ შეშინებული გოგონა. მეორე მსოფლიო ომი, 1944 წ.