x
image
ციცი
Mediator image
ეკა ხოფერიას შვილის ამაღელვებელი წერილი-"დე, შენ ისეთი დედა ხარ, რომელზეც ყველა ოცნებობს!"
image
პოპულარულ ჟურნალისტს და ტელეწამყვანს ეკა ხოფერიას 9 ივლისს 43 წელი შეუსრულდა. შვილმა, ანანო ლევიძემ, ამაღელვებელი სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე დედას.


სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ანანომ დედას ასეთი სტატუსი დაუწერა:

"დე, შენ ისეთი დედა ხარ, რომელზეც ყველა ოცნებობს! ისეთი კეთილი და მხიარული, როცა ბედნიერი ხარ მეც და ყველას შენ გარშემო აბედნიერებ, ხანდახან მკაცრიც ხარ და ხშირად ვბრაზდები ხოლმე ამაზე, მაგრამ ვიცი იმიტომ მეჩხუბები, რომ ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო გინდა და არ გინდა ვინმემ ან რაიმე მაწყენინოს...
იცი, როგორ მეამაყები? ჩემთვის მისაბაძი და ნომერ პირველი ადამიანი ხარ და ნუ ჩაგეცინება ამის წაკითხვაზე, რატომ არ უნდა მეამაყებოდე?

შენ ხომ იმდენ კეთილ საქმეს აკეთებ და იმდენ ადამიანს ეხმარები. ვიცი, რომ ამ სიტყვებს ბევრჯერ უნდა გიმეორებდე, მაგრამ ცივი ბავშვი ვარ და მრცხვენია ხოლმე და არასდროს არ დაივიწყო, რამდენიც არ უნდა გეჩხუბო, მიყვარხარ და სულ მეყვარები! ასე რომ გილოცავ დე დაბადების დღეს, აბა შენ იცი, იყავი(და ხარ) საუკეთესო (43) წლის ადამიანებს შორის. მიყვარხარ!
(P.S გრამატიკული შეცდომებისთვის და ლათინური შრიფტისთვის ბოდიში, ვნერვიულობდი ამას რომ ვწერდი.)"


image

ეკა ხოფერიამ შვილის სტატუსზე კომენტარი დაწერა:

"ეს რა გამიკეთე, დედიკო... ყველაზე ბედნიერი ვარ და მე უფრო, ხომ იცი!!! კიდევაც მეამაყები, კიდევაც მიყვარხარ და კიდევაც მევასები მაგრად... გკოცნი, შენი ეკა!!!

ეკა ხოფერიამ უამრავი მილოცვა მიიღო თავისი ფეისბუქელი მეგობრებისგან... მან ყველას მადლობა მოუხადა:

"არ ვარ თბილისში, ყველას დიდი მადლობა!!!!! 9 ივლისი მუშაობის დღეა..."

ვულოცავთ ეკა ხოფერიას დაბადების დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს!

imageimageimage

0
2879
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2879
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0