x
image
მოზამბიკელი
სამშობლო

imageეს, ის სამყაროა, სადაც იბადები, იზრდები, ბერდები, კვდები... ის არ გტოვებს, შენია, შენშია, უყვარხარ და არასოდეს ემეტები დასაკარგად... ის სამშობლოა, უზარმაზარი
სამყაროს პატარა ნაწილი, რომელშიც ცხოვრობ... სამშობლო მშობელია, რომელიც მუდამ ზრუნავს შენზე, ადარდებ... აკაკის ჩონგურია, რომელსაც სამწუაროდ სიმები დასწყვეტია. ილიას გულია, რომელიც გახლეჩილი, დღემდე გმირულად ძგერს! ქართველი ვარ! რჩეულთა შორის რჩეული, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი! ქართველობა ხვედრია და ამავე დროს ვალდებულება ღვთის წინაშე!
ქართველისთვის სამშობლო ჭეშმარიტებაა, ღატაკისთვის სიმდიდრე, სნეულისთვის
წამალი, შეყვრებულისთვის სატრფო, შვილისთვის დედა, უსახლკაროსთვის სახლი, მშიერისთვის"პური არსობისა", უსინათლოსთვის სინათლე, მოხუცისთვის შვება, სამშობლო მიწიერი სამოთხეა, რომელსაც მოვლა სჭირდება, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამშობლო და ეს საქართველოა!

2
147
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
147
  
2015, 10 ივლისი, 10:38
უღრმესი მადლობა :)
2015, 10 ივლისი, 10:37
ძალიან შთამბეჭდავია.... ყოჩაღ მომეწონა... და გავაზიარეეე გვერდზე.
0 1 2