სხვა ამერიკელი მასწავლებელი ქალები,რომლებსაც მოსწავლეებთან სექსი ჰქონდათ 2015, 10 ივლისი, 9:44 აშშ-ში გაასამართლეს 30 წლის ინგლისური ენის მასწავლებელი ჯენიფერ ფიხტერი, რომელსაც სექსი ჰქონდა თავის სამ 17 წლის მოწაფესთან.ქალს მიესაჯა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს გახლავთ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელი მოსწავლესთან სექსუალური კავშირის გამო.თუმცა ფიხტერი არც პირველია და არც უკანსკნელი მასწავლებელი, რომელსაც სექსუალური კავშირი ჰქონდა მოსწავლეებთან.წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.
1-ჯენიფერ ფიხტერი-30 წლის ჯენიფერ ფიხტერი ინგლისურ ენას ასწავლიდა ქალაქ ლეიკლენდში, შტატი ფლორიდა.მას სექსუალური კავშირი ჰქონდა სამ 17 წლის მოწაფესთან. გამოძიებამ შეაგროვა 37 მტკიცებულება სხვადასხვა დროს და ადგილზე მასწავლებელსა და მოწაფეებს შორის სექსუალურ კავშირზე. მათ შორის ჯენიფერის პიკაპში, გაკვეთილების შემდეგ, აგრეთვე მოზარდების სახლში.ჯენიფერმა ფეხმძიმედ იყო ერთ-ერთი მოწაფისგან და აბორტიც გაიკეთა. 2-ჰოპ ჯეიკობი-დააკავეს სკოლაში სწავლის ბოლო დღეს. მასწავლებელს სექსუალური კავშირი ჰქონდა 14 და 17 წლის მოწაფეებთან. ქალაქ ტასტინის 23 წლის ფიზკულტურის მასწავლებელი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.მას მოწაფეებთან ჰქონდა როგორც ტრადიციული, ასევე ორალური სექსი. 3-სარა ჯონსი-27 წლის ქალი ოჰაიოს სკოლაში აწავლიდა.თავისუფალ დროს სარა ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში და აგრეთვე პოზირებდა სპორტული კალენდრებისთვის. საბოლოოდ გამოირკვა, რომ მასწავლებელს სექსუალური კავშირი ჰქონდა თავის 17 წლის მოწაფესთან.სასამართლოზე მოწაფემ მასწავლებლის მხარე დაიჭირა, განაცხადა, რომ ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ქმართან გაყრის შემდეგ წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო, მომავალში დაქორწინებასაც აპირებენ. 4-ლინდსეი მასარო-26 წლის სასეკსის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მე-8 კლასის მოწაფეებს ასწავლიდა. სექსი ჰქონდა 15 წლის ბიჭუნებთან საკუთარ მანქანაში, აგრეთვე მის საკუთარ ბინაში. მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა!თუმცა ვადამდელი პირობითი სასჯელის უფლებით მალე გაანთავისუფლებენ. 5-კერი მაკენდლესი-მუშაობდა მასწავლებლად ჩერლიდინგში შტატი ოჰაიაო, კავშირი ჰქონდა 17 წლის მოწაფესთან, აგრეთვე აწყობდა ღამის ღრეობებს, მოწაფეებს უმასპინძლდებოდა სპირტიანი სასმელებით. მიუსაჯეს 5 წლიანი პირობითი სასჯელი, პატიმრობიდან 45 დღის შემდეგ გაანთავისუფლეს. 6-მიშელ პრესტონი-27 წლის გეოგრაფიის მასწავლებელს ქალაქ შონი მიშნიდან სექსუალური კავშირი ჰქონდა სამ მოწაფესთან 2010 წლის სექტემბერ-დეკემბერში. მისი პარტნიორები 16-17 წლის მოზარდები იყვნენ.2011 წელს მიშელი გაასამართლეს. ციხეში ყოფნის დროს მიშელმა თავის მოკვლა სცადა.მასწავლებელს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 7-პამელა როჯერს ტერნერი-ფიზკულტურის მასწავლებელი ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით, ყოფილი კალათბურთელი, დააკავეს 13 წლის მოწაფესთან სექსის გამო, მათ შორის ერთხელ სპორტულ დარბაზში.მიუსაჯეს 8 წლიანი პატიმრობა, 9 თვის შემდეგ პირობითით გაანთავისუფლეს. თუმცა 9 თვიანმა პატიმრობამაც ვერ გამოასწორა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი განაგრძობდა ურთიერთობას მოზარდთან.უგზავნიდა სმს-ებს, ფოტოებს და ვიდეოებს, სადაც იგი შიშველი იყო გადაღებული. 2006 წლის ივლისში პამელა ხელმეორედ დააპატიმრეს და 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხეში ყოფნის დროს კიდევ ორი წელი დაუმატეს მოზარდისთვის შიშველი ფოტოს გაგზავნის გამო. 8-დებრა ლაფეივი-საშუალო სკოლის მასწავლებელი ფლორიდადან დააპატიმრეს მანქანაში სექსის გამო 15 წლის მოზარდთან, თან მაგ დროს ავტომობილს მოწაფის ბიძაშვილი მართავდა. ბევრისთვის დაუჯერებელი და გაუგებარი იყო, რომ ასეთმა ახალგაზრდა და მომხიბვლელმა ქალმა დაანგრია ოჯახი, კარიერა და ციხეში ამოყო თავი 15 წლის მოზარდთან სექსის გამო. ლაფეივს მიუსაჯეს სამი წელი შინა პატიმრობა და 7 წელი პირობითი. 9-ჰიზერ დოგჰდრილი-28 წლის ჰიზერს სექსი ჰქონდა 13 წლის მოწაფესთან, რომელიც საზაფხულო ბანაკში გაიცნო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰიზერმა მშობლების დაუკითხავდ ბიჭუნდა სკოლიდან გამოიყვანა, წაიყვანა სახლში სადაც მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. აგრეთვე სამართალდამცავებმა მასწავლებლის მობილურიდან გაგზავნილი სექსუალური ხასიათის სმს-ი იპოვეს. ჰიზერ დოგჰდრილს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, აქედან 5 გამოსაცდელი ვადით. 10-ელისონ მარკიზი-37 წლის გათხოვილი ქალი, ორი შვილის დედა შტატი კონეკტიკუტიდან დამნაშავედ სცნეს თავის მოწაფეებთან სექსუალურ კავშირის გამო. მასწავლებელს ორ მოწაფესთან ჰქონდა სექსი, ასევე მესამეს სოციალური ქსელით ესუაბრებოდა.უგზავნიდა მოწაფეებს შიშველ სელფებს. 854 7-ს მოსწონს 1-ს არა
|