სხვა ავტობუსი წარსულიდან 2015, 9 ივლისი, 22:46 არ ვიცი კიდევ სადმე თუ შევხვდებით ასეთ ტრასპორტს საქართველოში... არ ვიცი ვის უნდა მივმართოდ ამის გამო, გორის მერიას? გორის სატრასპორტო სამსახურს? გამგეობას? თუ მძღოლს ვაიძულოთ ბანკიდან სესხი გამოიტანოს და ახალი ავტობუსი შეიძინოს? დიდი ხანია შიდა ქართლის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავობის პრობლემა აწუხებს, მაგრამ რატომღაც არც ერთი კომპეტენტური უწყება არ ინტერესდება ამით... არადა როდემდე და რატომ უნდა ვიმგზავროთ, მსგავსი ტრანსპორტით, როცა ფულს ვიხდით? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ჩვენდა ჭირად ეს ძველი ჯაბახანა ყოველთვის გაკეთების პერსპექტივით ფუჭდება, ერთხელ ისე ვერ გაფუჭდა რომ ამანაც დაისვენოს და ჩვენც ! ვიცი ეს ბოროტი სურვილია, განსაკუთრებით იმ მძღოლისთვის, რომელიც ზუსტად ამ ჯაბახანის წყალობით შოულობს ოჯახის სარჩენ ფულს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს და სრულებით არ გვხიბლავს ტრანსპორტით მგზავრობა, რომელშიც ბენზინის და ზეთის სუნი დგას, მოტორის ხმაური კი ტვინს გვიხვრეტს. ალბათ ბევრისთვის ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ასეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღევანდელ სინამდვილეში არსებობს და თან არა ერთი. არიან ისეთებიც ვინც, ფიქრობს რომ რაიონში მცხოვრებთათვის ესეც მეტია... მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს სერიოოზული და ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა დასტურია იმისა, რომ ჩვენ კვლავაც განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპამდე მსგავსი ავტობუსით ვერასოდეს მივაღწევთ. 146 2-ს მოსწონს
|