x
image
ციცი
Mediator image
რა მოხდა კუს ტბაზე? "კამერებში არის ფაქტი, თუ როგორ მცემა მე პოლიციამ"-ლიკა კიკიანი
image
კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთი კლუბის "ვიტამინის" მენეჯერის, ლიკა კიკიანის მიერ გავრცელებულმა ვიდეორგოლმა, მთელი ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა.

მან ეს ვიდეო სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ატვირთა.

21 წლის გოგონა, ვიდეოში დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ მიაყენეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელებმა.

ლიკა კიკანის თქმით, 5 მაისს კლუბ "ვიტამინში" ივენთი იყო. დილის 6 საათზე, მან გაიგო, რომ მისი მეგობრები პოლიციასთან კამათობდნენ ფასიან ავტოსადგომთან და მათკენ გაემართა, სადაც პოლიციელებს აუხსნა, რომ ისინი მისი მეგობრები იყვნენ და თვითონ მიხედავდა. როგორც ლიკა აღნიშნავს დაახლოებით ოცი პოლიციელი იყო, რომლებმაც მას შემდეგ რაც ბიჭები წავიდნენ, პოლიციელები მას კვალში გაყვნენ და ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი უკვე ფიზიკურად გაუსწორდნენ გოგონას და მაისურიც კი შემოახიეს. მის დასახმარებლად მისული ორი ბიჭიც სცემეს, თვითონ კიკიანი კი მანქანაში ძალით ჩასვეს და ვაკის პოლიციის შენობაში მიიყვანეს.




მეგობრების დახმარებით მეორე დღეს მან "ნიუ ჰოსპიტალს" მიმართა. ექიმმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, რომ მწვავე დაზიანება ან რაიმე ჩასარევი პათოლოგია არ ფიქსირდებოდა, თუმცა დათვალიერებით ლიკა კიკიანს აღენიშნებოდა ხელებზე და ფეხებზე მოყვითალო, მოყავისფრო ფერის ლაქები.image

ლიკა კიკიანი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ადვოკატთან ერთად, კუს ტბაზე ელოდებოდა გენინსპეციის წარმომადგენლებს, რათა მის თვალწინ მომხდარიყო სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოჩანაწერების ამოღება:


"მე და ჩემი მეგობრები გვიანობამდე ვიდექით აქ. ჩემთან არავინ არ ამოსულა, არც პოლიცია არც გენინსპექცია. ხვალ დილიდან მივმართავთ მათ, მაგრამ დაგვიანებული იქნება, რადგან ხვალ ჩანაწერები წაიშლება. კამერებში დევს ფაქტები, თუ როგორ მცემა პოლიციამ მე. სამწუხაროდ კამერების გარეშე ამ ფაქტს ვერ ვამტკიცებ..."image

მისი ვარაუდით სამრთალდამცავები დროს შეგნებულად აჭინაურებენ, რათა ავტომატურ რეჟიმში მოხდეს ვიდეოჩანაწერების წაშლა და ამის შემდეგ უკვე ლიკას ცემის ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოც აღარ იარსებებს, ჩალურჯებული ადგილებიც გაუქრება, მაგრამ კიკიანი პირობას დებს, რომ ამ ფაქტს ასე არ დატოვებს და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ლიკა კიკიანმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სხეულზე არსებული დაზიანებები უჩვენა.image

0
299
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0